სამუშაო მიზანი:
ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა „საქართველოს კარიტასის“ ქ. ბათუმის „იმედის სახლთან“ არსებულ ალკოჰოლდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციარების პირადი საქმის წარმოება მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის და გაუმჯობესების მიზნით;
- ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებასა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
- ბენეფიციარის ალკოჰოლზე დამოკიდებულების და ასოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზების კვლევა და შესაბამისი საკორექციო სამუშაოს ჩატარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ჯგუფური და ინდივიდუალური);
- კონსულტირების გზით დახმარების გაწევა ბენეფიციართა ოჯახის წევრებისათვის (მათი სურვილის შემთხვევაში)
- ცენტრის თანამშრომელთათვის კონსულტაციის გაწევა;
- პერიოდულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება;
- გუნდის ყოველკვირეული შეხვედრების წარმართვა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალურ ფსიქოლოგიაში
- ამ სექტორში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
- ემპათია გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ
- ძლიერი მოტივაცია და მოწყვლადი ფენისადმი თავდადება
- კარიტასის მისიის გაზიარება
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 06.08.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდია, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. ორგანიზაციის მისიაა უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgia;