საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ღამის თავშესაფრის მორიგეს თანამდებობაზე
თანამდებობა: უსახლკაროთა ღამის თავშესაფრის პროექტის მორიგე
პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მეტაქსას ქ.#10
სამუშაო მიზანი:
„ღამის თავშესაფრის“ პროექტის მორიგე პასუხისმგებელია ტექნიკური დახმარება გაუწიოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების დროულ და ეფექტურ განხორციელებას.
ძირითადი მოვალეობები:
- დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერსა და კოორდინატორს პროექტის აქტივობების განხორციელებაში.
- ბენეფიციარების მდგომარეობაზე დაკვირვება და დაფიქსირება
- საგანგებო ვითარებაზე სწრაფი რეაგირება.
- ბენეფიციარების ინტერესების ადვოკატირება.
- დაიცვას კონფიდენციალურობა ბენეფიციარის თავსესაფარში ყოფნის დროს.
- პროგრამის მენეჯერსა და კოორდინატორს მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარის მოსალოდნელი პრობლემების შესახებ და გაუწიოს მათი გადაწყვეტის საჭირო რეკომენდაციები.
- პროექტის მოქმედების გეგმის შესაბამისად პროექტის კოორდინატორს მიაწოდოს ყოველკვირეული ინფორმაცია.
მოვალეა იყოს კარიტასის სოციალური პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება
აუცილებელია:
- საშუალო განათლება
- მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
- სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
სასურველია:
- სატრენინგო კურსები (სერთიფიკატი)
ცოდნა და უნარები
აუცილებელია:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
- კომუნიკაციის კარგი უნარები
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
სასურველია:
- რუსული ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
- ემპათიური
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
სასურველია:
- ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
- იუმორის გრძნობა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართებზე: loredana.monetti@caritas.ge; tamar.atskvereli@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20.01.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;