18 ივნისს ქალაქ ზუგდიდში საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ გამართა საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი თემაზე „შინმოვლის მომსახურების ორგანიზება და მართვა“.
სემინარს ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარებისა და ფინანსური დეპარტამენტების წარმომადგენლები.
სემინარზე განხილულ იქნა შინმოვლის მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და მართვის საკითხები. საქართველოს კარიტასის ჯანრმთელობის დაცვის გუნდმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გაუზიარეს გამოცდილება, რომელიც შეეხებოდა სწორ ბიუჯეტირებას, ბენეფიციარების განსაზღვრას, სერვისის მიწოდებას და შინმოვლის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა პრაქტიკულ საკითხებს. როგორც აღმოჩნდა, ამ შეხვედრების საპირწონედ, რეგიონის ბევრმა მუნიციპალიტეტმა დაიწყო შინმოვლის სხვადასხვა სერვისის მიწოდება საკუთარ რაიონში. სემინარზე ასევე დაფიქსირდა ის პრობლემები, რომელსც აწყდებიან მუნიციპალიტეტები პროექტის განხორციელების გზაზე და გამოითქვა იმედი, რომ მხარეთა შორის კოორდინაციით არსებული პრობლემები მყისიერად გადაწყდება. სემინარის ფარგლებში გამოითქვა დაინტერესება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.