26 მაისს, საქართველოს კარიტასს ეწვია პოლონეთის პირველი ლედი, ქალბატონი აგატა კორნჰაუსერ-დუდა, რომელმაც კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გახსნა.
ცენტრი მიზნად ისახავს სხვადასხვა ჯგუფის მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის ისეთი სასწავლო კურსების შეთავაზებას, როგორებიცაა: გრაფიკული დიზაიანი, პროგრამირება, მობილური აპლიკაციები და თამაშები. ყოველწლიურად სასწავლი ცენტრი 150 ახალგაზრდას გადაამზადებს, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი კრეატიული ტექნოლოგიების პროგრამების მიმართულებით. ცენტრი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.
სასწავლო ცენტრის გახსნას ასევე დაესწრნენ ვატიკანის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოს კარიტასის დირექტორი - ქ-ნი ანაჰით მხოიანი, პოლონეთის საელჩოსა და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები, აგრეთვე სასწავლო ცენტრის პოტენციური ბენეფიციარები.
კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი მოსწავლეებს აგვისტოდან მიიღებს, ხოლო სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. ამისთვის საქართველოს კარიტასი უღრმეს მადლობას უხდის საქართველოში პოლონეთის საელჩოს თითოეულ წარმომადგენელს.