
"აჩუქე წიგნი – განახორციელე ცვლილება"
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ გიწვევთ, ჩაერთოთ კამპანიაში - "აჩუქე წიგნი - განახორციელე ცვლილება," რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ თემში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხატვრულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
თუ თქვენ თაროზე გაქვთ კარგ მდგომარეობაში არსებული წიგნები, შეგიძლიათ შემოგვწიროთ ისინი და ჩვენ გადავცემთ ბავშვებსა და მოზარდებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
თქვენი წიგნები მოხვდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სკოლებში, სათემო ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხატვრულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა.
ერთი წიგნიც კი შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო და ახალი შესაძლებლობების კარი.
საქართველოს კარიტასი პატივს სცემს და იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველყოფს თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებების დაცვას.
კარიტასის თარო
საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" გაძლევთ შესაძლებლობას შეავსოთ ან განაახლოთ საკუთარი სკოლის, ახალგაზრდული სივრცის, სათემო ცენტრის ბიბლიოთეკა, რათა ხელი შეუწყოთ ადგილობრივ თემში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხატვრულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
განაცხადის შერჩევის შემთხვევაში "საქართველოს კარიტასის" გუნდი გადმოგცემთ მხატვრულ ლიტერატურას. ასევე, ადგილობრივ ახალგაზრდებთან/მოსწავლეებთან ჩავატარებთ საინფორმაციო შეხვედრას მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ან ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
განაცხადების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება სამიზნე თემში არსებული პრობლემის აქტუალურობას.
გთხოვთ, სრულად უპასუხოთ ყველა ქვემოთ მოცემულ შეკითხვას. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგვეხმარება, რესურსების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებაში.
ინიციატივა ხორციელდება პროექტის - "აჩუქე წიგნი - განახორციელე ცვლილება" - ფარგლებში, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსთან" და სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.