“საჭმელი ყოველ დღე” არის საქართველოს კარიტასის მოხალისეების მიერ ორგანიზებული პროექტი, რომლის მიზანია საერთო ქველმოქმედების მეშვეობით, მიაწოდოს საკვები საქართველოს ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას.
პროექტის ფარგლებში, სუპერმარკეტ “კარფურში” იდგმება სპეციალური ყუთი საკვები პროდუქტებისთვის, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება განათავსოს ერთი ან რამდენიმე საკვები პროდუქტი.
სად მიგვაქვს შეგროვებული პროდუქტები?
საქართველოს კარიტასის “ჰუმანიტარულ სასადილოში“, საკვებს სოციალურად დაუცველი მოხუცები და ბავშვები იღებენ- ისინი ვისაც საჭმლის დეფიციტი აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. 1994 წლიდან, “კარიტასის ჰუმანიტარული სასადილო”, ყოველ სამუშაო დღეს, 400 -ზე მეტ ადამიანს უმასპინძლდება. ადამიანთა რაოდენობის გაზრდამ სასადილოში საკვების დეფიციტი გამოიწვია. მოხალისეები, შეგროვებულ პროდუქტებს თბილისის ჰუმანიტარულ სასადილოში წაიღებენ, სადაც შეჭირვებული ადამიანებისთვის დამზადდება სადილი.
შეგროვებული პროდუქტები შესაბამის დღეებში იმ ადამიანებს ურიგდებათ, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ.
როგორ ჩავერთო პროექტში?
“საჭმელი ყოველ დღეს” ფარგლებში, საკვები პროდუქტების ყუთი თავსდება შ.პ.ს. “კარფურში” (საბურთალო, ცინცაძის ქუჩა N 12), ყოველ პარასკევს 17:00-19:00 მდე. ნებისმიერ მომხმარებელს, შეეძლება შეიძინოს დამატებით ერთი ან რამდენიმე პროდუქტი და განათავსოს ყუთში.
#მევარქველმოქედი
რომელი პროდუქტი განვათავსო ყუთში?
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და განათავსოთ ყუთში, ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ერთი ან რამდენიმე:
- წიწიბურა
- მაკარონი
- ბრინჯი გრძელი
- ბრინჯი მრგვალი
- ბარდა (მშრალი)
- ხორბლის ბურღული
- შვრია („გერკულესი“)
- ლობიო (წითელი)
- მანანის ბურღული
- შავი ჩაი (დასაყენებელი)
- ზეთი (მზესუმზირის)
- შაქარი