მისამართი: ანაპის 414 დევიზიის ქუჩა #11, თბილისი.
ტელ ნომერი: (+995 32) 260 07 03
ვებ-გვერდი: https://camillians.ge/
სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/profile.php?id=100057488137439
ელ-ფოსტა: camilliansge@gmail.com
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ავადმყოფი და სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება. კამილიელთა სამედიცინო ცენტრი საქართველოში იოანე პავლე II-ის ინიციატივით 1998 წლიდან ფუნქციონირებს.
სამედიცინო ცენტრი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, რომლის მოსახლეობა შეადგენს დაახლოვებით 400000 და მათი უმრავლესობა სოციალურად შეჭირვებულია.
ორგანიზაცია შედგება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან, მუშაობს მრავალ სამიზნე ჯგუფებთან და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებს.
კამილიელთა სამედიცინო ცენტრის შემადგენლობაში შედის:
- კამილიელთა პოლიკლინიკა
- შშმ პირთა დღის ცენტრი
- შშმ ბავშვთა დღის ცენტრი
- ფსიქო სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში
- შშმ პირთა დღის ცენტრი ქალაქ ახალციხეში
- სარეაბილიტაციო ცენტრი ქალაქ ახალციხეში
კამილიელთა სამედიცინო ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო
მისიებთან, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან (პოლონეთი, გერმანია, იაპონია,იტალია) ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და არაერთი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პროექტი აქვს განხორციელებული.
სამედიცინო ცენტრი ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში:
- საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
- რეაბილიტაცია აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა
- დღის ცენრების მომსახურების სახელმწიფო პროგრამა
- ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო პორგრამა
ორგანიზაცია ემსახურება 300 შშმ პირს და მათ შორის შშმ ბავშვს. სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას და შშმ პირებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამებით კამილიელთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭირო სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებით ყოველგვარი გადასახადების გარეშე. კამილიელთა ორგანიზაციას აქვს ფილიალი რეგიონში (სამცხე ჯავახეთში) სადაც ფუნქციონირებს შშმ პირთა დღის ცენტრი და ბავშვთა რეაბილიტაციიის პროგრამა.
ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს შშმ პირთა მიმართ ცნობიერების ამაღლება რეგიონის მოსახლეობაში ასევე მუშაობა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის საკითხებზე.
ორგანიზაცია სრულად იზიარებს ხალხთა შორის თანასწორობის პრინციპს და მისთვის ყოვლად მიუღებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური სტატუსის, რელიგიური კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.