მისამართი: ორბელიანის ქუჩა #10, ახალციხე, საქართველო.
ტელეფონის ნომერი: +995 571 655 982
ვებ-გვერდი: https://www.catholic.ge/
სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/catholic.ge
ელ-ფოსტა: infocatholicge@gmail.com
კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედიაპორტალი 2019 წლის დეკემბერში ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს კურთხევით შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ იგი ზუსტად 3 წლისაა.
თავდაპირველად, პორტალი ფუნქციონირებდა SabaMedia-ს სახელწოდებით, რამდენიმე პლატფორმაზე. ვებ–გვერდი, Facebook, YouTube. ის იყო პირველი კათოლიკური მედიაპორტალი საქართველო. მოხდა ისე, რომ მისი შექმნის შემდეგ მსოფლიოში დაიწყო კორონავირუსის პანდემია. ამ პერიოდში პორტალის მუშაობა აქტიური და ეფექტური იყო, რადგან მისი მეშვეობით მორწმუნეებს შეეძლოს ონლაინ ედევნებითათ თვალი წმ. წირვებისთვის და ასევე გაეგოთ სიახლეები, რომლებიც ეკლესიაში ხდებოდა.
2021 წლის მარტში, რედაქციამ მიიღო რებრენდინგის გადაწყვეტილება. შეიცვალა პორტალის სახელწოდება „საბამედია“. ვებ–გვერდის მისამართი sabamedia.net–დან გადავიდა catholic.ge–ზე.
Catholic.ge საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედია საშუალებაა. მისი საქმიანობა მოიცავს საეკლესიო ცხოვრების გაშუქებას. ინფორმაციის მიღების, გადამუშავებისა და გამოქვეყნების გზით. პლატფორმის მისიაა, საზოგადოებამ უკეთესად გაიცნოს კათოლიკე ეკლესია, შეიტყოს რაც შეიძლება მეტი მის შესახებ. გაიგოს, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, სიახლეებისა თუ ისტორიული წარსულის შესახებ.
ამ ყველაფერს მედია საშუალება ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ახორციელებს.
Catholic.ge მედიაორგანიზაციაა, შესაბამისად, ყველა მისი პროექტი მიმართულია ადამიანების ინფორმირებისაკენ. ამ ხნის მანძილზე, გარდა ყოველდღიური საქმიანობისა, საინფორმაციო კუთხით მომზადდა რამდენიმე ფილმი, გახმოვანდა უცხოენოვანი ფილმები, მოეწყო ტრენინგები ახალგაზრდებისათვის, დაიგეგმა ფატიმის ღვთისმშობლის მიმლოცველობა საქართველოში – ვიდეოფილმები, ფოტომასალა, დღიურები. გარდა ამისა, სასწავლ კურსის ფარგლებში რედაქციის გუნდი იმყოფებოდა პოლონეთში.