მისამართი: ქუთაისი, საქართველო
ტელეფონის ნომერი: 0431 24 56 75
სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/inergeorgia/
ელ-ფოსტა: inergeo@yahoo.it
“INER Georgia - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში“
ორგანიზაციის სტატუსი: ააიპ
მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.8. ტელ: (0431) 24 56 75.
E-mail: inergeo@yahoo.com
FB: INER Georgia წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში
ხელმძღვანელი: ლალი ჩარკვიანი.
პროგრამის კურატორი: დ. ანამარია კრიველარი
L’INER-Georgia (INER = Institut für Naturliche Empfangnisregelung Dr. Rötzer) - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში" 2002 წლიდან ფუნქციონირებს ქუთაისში და ერთადერთი საკონსულტაციო ცენტრია მთელს ქვეყანაში, რომელიც ოჯახს კომპლექსურ (ანთროპოლოგიური, მორალური, სამედიცინო, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალურ-სანიტარული) მომსახურეობას სთავაზობს. ცენტრის მიზანია იყოს შეხვედრის და კომპეტენტური დახმარების მიღების ადგილი ქრისტიანული მსოფლმხედველობის მიხედვით, დაიცვას ოჯახი და მისი ღირებულებები, დაიცვას ქალი და სიცოცხლე; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ოჯახების, დედების და პატარების კონკრეტულ საჭიროებებს. ყველაზე უსუსურ ფაზაში, ანუ დედის მუცლად ყოფნის ფაზაში, მათი უფლებების დაცვა, აბორტსა და კონტრაცეფტივის ყველა ფორმაზე უარის თქმა, კონსულტაციების მეშვეობით, ადამიანის განვითარების ყველა ფაზაში შესთავაზოს დედებს სამედიცინო, ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალური დახმარება და სხვადასხვა პრობლემაში მხარდაჭერა. გაავრცელოს სწორი სქესობრიცი აღზრდის კულტურა ახალ თაობებში.
„ინერ ჯორჯია" არის პირველი და ერთადერთი ცენტრი, რომელიც ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივ მეთოდს უწევს პოპულარიზაციას, კერძოდ, ი. როცერის სიმპტო-თერმულ მეთდოს, ავსტრიელი ექიმის მიერ დაფუძნებული.
ინერ ჯორჯია ოჯახის პასტორალურ კომისიასთან ერთად ასევე ორგანიზაციას ახდენს კათოლიკე წყვილების კატეხისტურ ფორმაციის შეხვედრას, აწვდის არსებით და მრავლისმეტყველ შინაარს რწმენისა და მორალის სფეროში.
ცენტრში არის მოკრძალებული ბიბლიოთეკა, სამეცნიერო და ჰუმანისტური ნაშრომები, წიგნები და ჟურნალები, რაც უპირატესად ეხება ოჯახს, სექსუალობას, ფერტილურობის ბუნებრივ დარეგულირებას, აბორტის თემატიკას. ამასთან დაკავშირებით ვფლობთ ასევე სტატისტიკას.
ასევე ვახორციელებთ მთარგმნელობით მუშაობას, რომ უკეთ გავეცნოთ სხვა მასალები და დოკომენტები, ვაწყობთ კონფერენციებს და ვმონაწილეობთ სიმპოზიუმებში მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, იმგვარად, რომ ამ სექტორში კულტურა გახდეს დიალოგის და ერთად სვლის საშუალება.
INER Georgia ასევე ინიციატორია საზოგადოების დიდი მობილიზაციისა, რომელიც „სიცოცლის მარშის“ სახელით იმართება ქალაქ ქუთაისში. სულ გაიმართა 6 მარში.
არსებობის მანძილზე ორგანიზაციამ არაერთ საინტერესო პროექტს შეასხა ხორცი, რომელთა მეშვეობითაც დახმარებას უწევდა ჩვილშვილიან, მარტოხელა, მრავალშვილიან დედებს; პერიოდულად ხორციელდება პროექტი „პროფესიული გადამზადების კურსები ბენეფიციარი ოჯხებისათვის“;
ჩვენს ცენტრს, ჩვილშვილიანი ოჯახები დახმარებისთვის მომართავენ არა მხოლოდ ქუთაისის მკვიდრნი, არამედ რეგიონებიდანაც.
ორგანიზაცია გაწევრიანებულია არასამთავრობო ორგანიზაციის საკოორდინაციო ქსელში და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სერვის-ცენტრებთან.
უკვე მეოთხე წელია ორგანიზაცია ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული "გადაუდებელი დახმარების პროგრამის“ საბჭოს წევრია.
პერმანენტული პროექტები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება ცენტრში:
- ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირების კურსი - ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვა
- მშობელთა სკოლა: სისტემატური შეხვედრების გზით მიზნად ისახავს აღზმრდელობითი სახის მუშაობას ბენეფიციარებთან/ დედებთან, მამებთან (ამჟამად ცენტრს 20-მდე ბენეფიციარი ჰყავს)
- სიყვარულის სამყარო: ახალგაზრდების ემოციონალურ -სქესობრივი აღზრდა.
- დედა&ქალიშვილი: სხეული გვიყვება: ფიზიოლოგიური ციკლის გაცნობა მოზარდ გოგონებზე (შეხვედრები დედების თანხლებით)
- ფოტოგამოფენა " ჰიმნი სიცოცხლეს"
- იურიდიული კონსულტაცია
- პროექტი:"დავიცვათ ყველაზე დაუცველნი": სოციალურად დაუცველი დედების დახმარება 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე პამპერსებით, მოვლის საგნებით, მედიკამენტებით და სხვა გადაუდებელი დახმარება კომპეტენციის ფარგლებში.