საქართველოს კარიტასის თანამშრომლების ფორმაცია
ფორმაციული შეხვედრები კარიტასის თანამშრომლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. შეხვედრის მიზანია, საქველმოქმედო ფონდის სხვადასხვა პროექტებისა და რეგიონების თანამშრომლების, ასევე მოხალისეების სულიერი ინსპირაცია, ორგანიზაციის ფასეულობების, პრინციპებისა და საქმიანობის გაცნობა.
ფორმაციული შეხვედრები სხვადასხვა ხანგრძლივობის შეიძლება ჩატარდეს: ერთდღიანი ან სამდღიანი. შეხვედრების დროს სხვადასხვა თემა განიხილება (მაგალითად: „ადამიანის ღირსება“, “საერთო დოვლათი”, „სოლიდარობა“, „სუბსიდირება“ და სხვა) და შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: ბიბლიური ინსპირაცია, მართმადიდებელი და კათოლიკე მღვდელების საუბრები, უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები, პრეზენტაციები, ჯგუფური სამუშაო, ლაბორატორიუმები, დაპატიჟებული სტუმრების პირადი გამოცდილების გაზიარება, თემასთან დაკავშირებული ფილმების ჩვენება და სხვა.