„ჩვენი დროის გამოწვევებისა და წინააღმდეგობების გათვალისწინებით კარიტასს აქვს რთული, მაგრამ ფუნდამენტური მისია, რომ მთლიანი ქრისტიანული საზოგადოება გახადოს ქველმოქმედების საგანი."
პაპი ფრანცისკე.
პროგრამული პრიორიტეტები
პრიორიტეტი 1 : სოციალური დაცვა
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მოწყვლადი მოსახლეობის ღირსების დაცვა მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების გზით.
სტრატეგიული მიზნები:
მიზანი 1: საქართველოს მოწყვლადი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა;
მიზანი 2: საქართველოში სოციალური სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულია.
პრიორიტეტი II: ჯანმრთელობის დაცვა
სამედიცინო და გრძელვადიან ზრუნვაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მომსახურების ახალი მოდელების განვითარება, საექთნო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, შინმოვლის ინტეგრაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში.
სტრატეგიული მიზნები:
მიზანი 1: შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამედიცინო და ზრუნვის გრძელვადიან მომსახურებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
მიზანი 2: საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა;
მიზანი 3: საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გრძელვადიანი ზრუნვის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
მიზანი 4: ადგილობრივი დაფინანსების წყაროების გაზრდა.
პრიორიტეტი III: ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება
ბენეფიციარი ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, დაცვა ჩაგვრისგან, უგულებელყოფისგან, ექსპლუატაციისგან; ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრირება.
სტრატეგიული მიზნები:
მიზანი 1: დაუცველი ბავშვების/ახალგაზრდების უსაფრთხოების და მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება;
მიზანი 2: ბავშვების/ახალგაზრდების ბიო-ფსიქო-სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა;
მიზანი 3: ბავშვების და ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება;
მიზანი 4: ბავშვთა ზრუნვის სისტემის მდგრადობის და გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პრიორიტეტი IV: განათლების გაძლიერება
ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ინკლუზიური და ხარისხზე დაფუძნებული განათლების უზრუნველყოფის გაძლიერება საქართველოში.
სტრატეგიული მიზნები:
მიზანი 1: პროფესიული განათლების მეშვეობით იზრდება სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისა და მოზარდების კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე;
მიზანი 2: ადგილობრივ საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და საზოგადოების განათლების ხელშეწყობის გზით;
მიზანი 3: საკონსულტაციო და კვლევითი სერვისების გაძლიერება ინკლუზიური განათლების სფეროში საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბავშვზე ზრუნვის მომსახურებისათვის;
მიზანი 4: ინკლუზიური განათლების გაძლიერება ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დღის ცენტრები და უნივერსიტეტები.
პრიორიტეტი V: თემთა მდგრადი განვითარება
ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათი ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის გაზრდა, მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართვა თემის აქტიურ ცხოვრებაში მათი გაძლიერების გზით, სოციალური მსახურების გაძლიერება კათოლიკურ სამრევლო თემებში.
სტრატეგიული მიზნები:
მიზანი 1: ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მათი წევრების გაძლიერებით;
მიზანი 2: ახალგაზრდების მობილიზება და ახალგაზრდული სამოქმედო ჯგუფების შექმნა თემთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობისთვის;
მიზანი 3: სოციალური მსახურების გაძლიერება საქართველოს ყველა კათოლიკურ სამრევლოში მათი თემების საკეთილდღეოდ.
პრიორიტეტი VI: მიგრაცია და განვითარება
მიგრაციის სტრატეგიული პრიორიტეტი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობას და სხვა ქვეყნებში დიდი რაოდენობით ადამიანებისა და ოჯახების ეკონომიკური და სოციალური მიგრაციის პრევენციას.
სტრატეგიული მიზნები:
მიზანი 1: საქართველოში მიგრანტთა ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
მიზანი 2: ქართველი ოჯახებისა და ინდივიდების - პოტენციური ეკონომიკური მიგრანტების - არალეგალური მიგრაციის მსხვერპლად გახდომის პრევენცია.
პრიორიტეტი VII: საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მზადყოფნა
ჰუმანიტარული და სარეაბილიტაციო დახმარება არის მთელი მსოფლიო მასშტაბით არსებული კარიტასის ორგანიზაციების ყველაზე პრიორიტეტული სამუშაო. თუმცა კატასტროფების რისკის შემცირება და მზადყოფნა გადაუდებელი სიტუაციების დროს, მათი ზემოქმედება ადამიანებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომელიც გაჩნდა არც ისე დიდი ხნის წინ გაუარესებული ეკოლოგიისა და შეცვლილი კლიმატური პირობების ფონზე. ეს საკითხი სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
სტრატეგიული მიზნები:
მიზანი 1: კარიტასის საგანგებო სიტუაციებზე დახმარების ჯგუფის გაძლიერებული მზადყოფნა ნებისმიერი სახის გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში;
მიზანი 2: საქართველოს კარიტასის საშუალო და დიდი მასშტაბის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უზრუნველყოფა “Emergency Appeals” მეშვეობით, რომელიც მხარდაჭერილია კარიტასის კონფედერაციის მიერ;
მიზანი 3: სამიზნე თემების მდგრადობის გაძლიერება სტიქიური კატასტროფების მიმართ ადამიანზე და თემების განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისთვის.
გეგმის დაფინანსება
სტრატეგიული გეგმა დაფინანსდება სხვადასხვა ფონდის მოსაძიებელი აქტივობებით:
- დაფინანსების მოწოდებებში მონაწილეობა და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მოთხოვნის გარეშე პროექტების წარდგენა: გრანტები მოპოვებული იქნება სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებისგან. ყველა პროგრამული დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება ახალი საპროექტო წინადადების შემუშავებაზე და სხვადასხვა საგრანტო მოწვევებში მონაწილეობაზე.
- კერძო შემოწირულობები და პროექტების კოლექტიური ფინანსირება ინტერნეტის საშუალებით: შორ მანძილზე დახმარების პროგრამა კოორდინირებული ინიციატივაა კერძო შემოწირულობების შეგროვებისთვის. საქართველოს კარიტასის ვებგვერდზე განთავსდება ღილაკი „შეწირვა“ მათთვის, ვისაც სურს ერთჯერადი შეწირულება. ასევე, შემოწირულობას ტოვებენ საქართველოს კარიტასის სტუმრები და ვიზიტორები. კერძო შემოწირულობები გამოიყოფა კონკრეტული მიზნისთვის ან პროექტების საჭიროებიდან გამომდინარე.
- მთავრობისა და მუნიციპალიტეტის დაფინანსება: საქართველოს კარიტასი მუშაობს მთავრობასთან სოციალურ დაცვაზე და არის პროგრამები, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება მთავრობის მიერ.
- შემოსავლის მომტანი საქმიანობები: საქართველოს კარიტასის შემოსავლის კიდევ ერთი წყარო არის სოციალური საწარმოები, რომლებიც შექმნილია ორგანიზაციის სოციალურ მიზნებში ინვესტირებისთვის. ამ საწარმოების მიერ გამომუშავებული და საქართველოს კარიტასის ფასიანი სერვისებით მიღებული შემოსავალი უკან დაუბრუნდება ორგანიზაციის მისიას.