ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ვემსახუროთ გაჭირვებულ მოსახლეობას საქართველოში და ხელი შევუწყოთ ქველმოქმედებას, სოციალურ სამართლიანობასა და ადამიანურ განვითარებას, ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად, თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.
ამ მისიის შესასრულებლად საქართველოს კარიტასი:
- იცავს კარიტას ინტერნეშენალისა და კარიტას ევროპას სახელმძღვანელო ღირებულებებსა და პრინციპებს;
- ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას სიღარიბისა და უსამართლობის და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ;
- თანამშრომლობს ეკლესიასთან, საეკლესიო და საერო ორგანიზაციებთან დიაკონური, განვითარებადი და სოციალური მუშაობის სფეროში სიღარიბისა და სოციალური უსამართლობის საკითხების გადასაჭრელად;
- აპროექტირებს და ახორციელებს აქტივობებს, რომლებიც ღარიბებს საშუალებას აძლევს გახდნენ ცვლილებების მოქმედი ძალა;
- ცდილობს წარმოადგინოს ადამიანთაშორისი, კულტურათაშორისი და ინტერკონფესიური ურთიერთობების მაგალითი;
- ვალდებულებას იღებს მიმდინარე ინსტიტუციურ განვითარებაზე, სწავლისა და შესაძლებლობების გაზრდის ყველა ორგანიზაციულ პროცესში ინტეგრირებით.
ჩვენი ხედვა
სახარების შთაგონებით, ეკლესიის სოციალური სწავლებით და გაჭირვებული ადამიანების გამოცდილებებითა და იმედებით, საქართველოს კარიტასი მუშაობს ქართულ საზოგადოებაში „სიყვარულის ცივილიზაციისთვის“ (ყველა სოციალური ურთიერთობა გაჟღენთილი უნდა იყოს სიყვარულით (CST 581)) და ისწრაფის მიაღწიოს რომ:
- ადამიანის ღირსება და ყველა ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ფუნდამენტური უფლებები დაცული და პატივცემული იყოს;
- მშვიდობა, თავისუფლება, სამართლიანობა, გულმოწყალება და სოლიდარობა ფასეული და ხელშეწყობილი იყოს;
- საერთო სიკეთე დომინირებდეს ინდივიდუალურ ინტერესებზე;
- ხელმოკლე პირებს უფლება ჰქონდეთ განავითარონ თავიანთი პოტენციალი უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად;
- ბუნებრივ გარემოს პატივს სცემდნენ.
ჩვენი საქმიანობა: რას აკეთებს კარიტასი?