სოციალური ზრუნვის პროგრამა

დღესდღეობით მრავალი ადამიანი იტანჯება ბაზისური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის გამო. რთულია უბიძგო ადამიანს განვითარებისაკენ, როდესაც მას არ გააჩნია ელემენტარული საჭმელი, არ აქვს საშუალება შხაპი მიიღოს ან თავს მიტოვებულად გრძნობს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება არის საქართველოს კარიტასის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი.

სოციალური ზრუნვის პროგრამას გააჩნია ორი ძირითადი პროექტი: ჰუმანიტარული სასადილო და მოხუცთა დღის ცენტრი „ჰარმონია“, რომლებიც კვირაში 5 დღის მანძილზე ემსახურებიან 420-ზე მეტ ბენეფიციარს.

სოციალური ზრუნვის პროგრამის მეშვეობით, გასაჭირში მყოფი ადამიანები იღებენ არა მხოლოდ საკვებს და პირველად დახმარებას,  არამედ მათ საშუალება აქვთ, რომ შეხვდნენ და გაესაუბრონ სხვა ადამიანებს, არ იყვნენ იზოლირებულნი და გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები.

  • img08

    ინგა ჩხეიძე

    პროგრამის მენეჯერი

    ნუცუბიძის მე-2 მ/რ, 3ა
    0183 თბილისი, საქართველო
    ტელ: (+995 32) 2217819
    მობ: (+995 595) 332420
    ელ-ფოსტა: inga.chkheidze@caritas.ge