• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა

Home / ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა

შინმოვლა 

შინმოვლის მიზანი: მიტოვებული და ჯანმრთელობის პრობლემის მქონდე მოხუცების, ცხოვრების ხარისხის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა. განსაკუთრებით კი, პაციენტთა დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობის აღდგენა, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ჰოსპიტალიზაციისაგან პრევენცია.

 

შინმოვლის პროექტი ითვალისწინებს პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში, მათ სახლში მოვლას. შინმოვლის არსია ლოგინს მიჯაჭვული პაციენტების უზრუნველყოფა სამედიცინო დახმარებით (პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, აუცილებელიმედიკამენტების მიწოდება), მათი მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში (გადაადგილება, პერსონალური ჰიგიენის მოწესრიგება), პაციენტების და მათიმომვლელების რესურსების და შესაძლებლობების ამოცნობა, ზრდა და მხარდაჭერა (ინფორმირება, განათლება, უნარების განვითარება), პაციენტების და ახლობლების უზრუნველყოფა ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარებით (მხარდაჭერა ჯანსაღი სოციალური გარემოს შესაქმნელად, ასევე საჭირო სერვისებისმისაღებად და ა.შ.), პაციენტთა უზრუნველყოფა საჭირო დამხმარე საშუალებებით (ინვალიდის ეტლი, ყავარჯნები და ა.შ.).

 

პარტნიორები: ორგანიზაცია Renovabis, ქუთაისის მუნიციპალიტეტი და ქუთაისისა და ოზურგეთის  სოციალური  მომსახურების  სააგენტო.

განხორციელების ადგილი: ქუთაისი, ოზურგეთი და ბათუმი

                           

პირველადი დახმარების სამედიცინო ცენტრი

სამედიცინო ცენტრის მიზანი: ქუთაისი მოწყვლადი ფენებისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; ბენეფიციარების საჭირობებისა და უფლებების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერების გაზრდა.

 

1995 წლიდან, პროექტი მიზნად ისახავს ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების პირველად სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო ცენტრი, ყოველთვიურად 100 ადამიანს ემსახურება, წლიურად 1200 ამბულატორიულ მიღებას ახორციელებს.

 

პარტნიორები: “Associazione Bertoni Cooperazione e Sviluppo”, იტალია; ასოციაცია “Daquiala”, იტალია

ადგილმდებარეობა: ნიუპორტის ქუჩა 10, ქუთაისი

 

უფასო სასადილო

უფასო სასადილოს მთავარი მიზანი: გაჭირვებული ადამიანების საკვებით უზრუნველყოფნა.

 

უფასო სასადილო ფუნქციონირებს  საკვებისა და ფულადი სახსრების შემოწირულობის ხარჯზე. პროექტის მიზანია მიაწოდოს გაჭირვებული მოსახლეობის საკვები, რათა ბენეფიციარებმა დაძლიონ გაჭირვება და იყვნენ დამოუკიდებელნი, აგრეთვე დაიცვას მათი ღირსება და ხელი შეუწყოს მათ დამოუკიდებლობას.

კვირაში 5-ჯერ, ყოველ დღე სასადილო ემსახურება 70 მოხუცს და 100 ბავშვს.

 

პარტნიორები: “Chiesta Cattolica Italiana”United States Conference of Catholic Bishops (USCCB)

ადგილმდებარეობა: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 33, ქუთაისი