სერვისები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის 

დღის ცენტრი/ღამის თავშესაფარი და მობილური მუშაობა მიუსაფარ ბავშვებთან

სერვისის ბენეფიციარები არიან 5-18 წლამდე ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან/და მუშაობენ ქუჩაში და რისკის ჯგუფის ბავშვები.

მობილური ჯგუფი

პროექტის მიზანი: ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გამოვლენა და გრძელვადიან სერვისებში განთავსება, როგორიცაა მიმღები ოჯახები ან მცირე საოჯახო ტიპის სახლები.

ნდობის მოპოვების შემდეგ, მობილური ჯგუფის წევრები (მძღოლი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და თანასწორგანმანათლებელი) ახდენენ ბავშვის მდგომარეობას შეფასებას, უწევენ ბავშვს ყველა შესაძლო სახის დახმარებას  და სთავაზობენ ცენტრში არსებულ სხვადასხვა სერვისებს. მობილური ჯგუფის მუშაობის ამოცანაა, მოხდეს ბავშვის ქუჩიდან განრიდება და მისი დღის ცენტრის აქტივობებში ჩართვა. სხვა შემთხვევებში, მობილური ჯგუფის წევრები აგრძელებენ მუშაობას ბავშვებთან ქუჩაში, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს: ასწავლიან ბავშვებს წერა-კითხვას, აწვდიან ინფორმაციას ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, სხვადსხვა დაავადებებზე და მავნე ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით გავლენაზე, ორგანიზებას უწევენ სპორტულ და გასართობ აქტივობებს.

პროექტის პარტნიორები: „კარიტას გერმანია“, „Kindermissionswerk“, საქართველოს მთავრობა

პროექტის ადგილმდებარეობა: მანჯგალადზის ქუჩა 59, თბილისი

დღის ცენტრი და მასთან არსებული ღამის თავშესაფარი . თბილისში და . რუსთავში

პროექტის მიზანი:  ბავშვების სასიცოცხლო საჭიროებებით უზრუნველყოფა, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან სხვა გრძელვადიან სერვისებში განთავსება.

ცენტრში ბავშვების მიღება/ჩარიცხვა ხდება, როგორც მობილური ჯგუფის და პოლიციის  მომართვის, აგრეთვე  ბავშვის სურვილისამებრ. დღის ცენტრში და ღამის თავშესაფარში არსებული სერვისების მეშვეობით, ბავშვებს აქვთ საშუალება: მიიღონ შხაპი და გაირეცხონ სამოსი, მიიღონ სეზონური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, უზრუნველყოფილნი იყვნენ ცხელი საკვებით. პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარების მეშვეობით, ბენეფიციარები სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას სწორი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამოყენების მეშვეობით. ასევე, ცენტრში ბავშვები სწავლობენ საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გარდა, ბავშვები ღებულობენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის აუცილებლობაზე, მავნე ნივთიერებების გამოყენებით ჯანმრთელობაზე მიყენებულ უარყოფით გავლენაზე და სხვადასხვა დაავადებებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების სწავლას და განვითარებას. ისინი სწავლობენ წერა-კითხვას, ელემენტარულ მათემატიკას. ხდება მათი ჩართვა ინკლუზიური განათლების სისტემაში.  ბავშვები ღებულობენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიებზე, ასევე ეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს ცენტრში არსებულ სახელოსნოებში. ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად, სოციალური და სასიცოცხლო უნარჩვევებით აღჭურვის მიზნით, ტარდება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებები. მოზარდები სწავლობენ თავისუფალი დროის აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას: მონაწილეობენ სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებში.

ბავშვები და მოზარდები ღებულობენ დახმარებას პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიღებაში.   ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გარდა, სერვისის ფარგლებში ხდება იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც ყველა სახის საშიშროების და ძალადობის რისკის წინაშე დგანან. წლის განმავლობაში, თბილისის  და რუსთავის სერვისით სარგებლობს, 500-მდე ბავშვი და მოზარდი.

პროექტის პარტნიორები: „კარიტას გერმანია“, „Kindermissionswerk“, საქართველოს მთავრობა

პროექტის ადგილმდებარეობა:

დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარიჩემი სახლი

 თბილისი, მანჯგალაძის ქ. 59

დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარითბილი სახლი

ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. N 18 სკოლის მიმდებარე ტერიტორია

 

სერვისები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის

საოჯახო ტიპის სახლები

პროექტის მიზანი: მზუნველობამოკლებული, 6-დან 18 წლამდე ბავშვების ოჯახური პირობებით უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება.

საოჯახო ტიპის სახლებში, ბავშვები უზრუველყოფილნი არიან ოთხჯერადი კვებით, სეზონური ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, პირადი ჰიგიენის ნივთებით. ბავშვები ღებულობენ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას. ყველა ბავშვი იღებს  სავალდებულო ან პროფესიულ განათლებას, საჭიროების  შემთხვევაში ბავშვები ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების სისტემაში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ხდება სხვადასხვა სასწავლო კურსების შეთავაზება. ბავშვების სოციალური და სასიცოცხლო უნარებით აღჭურვის მიზნით შემუშავდა „დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა“. ამჟამად, საქართველოს კარიტასი მართავს სამ საოჯახო ტიპის სახლს: ორი მათგანი ფუნქციონირებს ქალაქ თბილისში და ერთი – სოფელ მარტყოფში. სამივე სახლი ემსახურება 28 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს. მარტყოფის  საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს ინტეგრირებულ გარემოს, სადაც ცხოვრობენ ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვები.

ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახთან რეინტეგრაციის ან მიმღებ ოჯახებში განთავსების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

პროექტის პარტნიორები: საქართველოს მთავრობა; “შორ მანძილზე გაშვილება”

პროექტების ადგილმდებარეობა:

  • საოჯახო ტიპის სახლიათი მნათი

ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

  • საოჯახო ტიპის სახლიიმედის სხივი

ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

  •  საოჯახო ტიპის სახლიჩვენი სახლი

გარდაბნის რ-ნის სოფ. მარტყოფი

 

ახალგაზრდული სახლი

პროქტეი მიზანი: დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს, ზრუნვიდან გასული ახალგაზრდები,  რომლებიც ასაკის გამო ტოვებენ ბავშვთა რეზიდენტულ სერვისებს.

პროექტი ხელს უწყობს, ბენეფიციარების განათლების მიღებას, დასაქმებას, მათი ახალი სოციალურ გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობას.კარიტასის ახალგაზრდული სახლი ემსახურება  6 ახალგაზრდას.

პროექტის ადგილმდებარეობა: თ. ერისთავის ქ #2,  ქ. თბილისი.

 

Irina Abuladze-001                   დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო

                  თავშესაფარიჩემი სახლი

მისამართი: თბილისი, მანჯგალაძის ქ. 59

ტელეფონი: 595993051

                  კოორდინატორი,   ირინა აბულაძე

მობილური:  595001865

ელ მისმაართი irina.abuladze@caritas.ge;

nana tskhvedadze-001                 დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო

                თავშესაფარითბილი სახლი

მისამართი: ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. N 18 სკოლის

მიმდებარე ტერიტორია

ტელეფონი:  599873524

                კოორდინატორი, ნანა ცხვედაძე

მობილური: 599873869

ელ მისმაართი nana.tskhvedadze@caritas.ge;

Maia Koiava-001 საოჯახო ტიპის სახლიათი მნათი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

ტელეფონი:  599030341

ლიდერი, მაია ქოიავა

მობილური: 599030340

ელ მისმაართი maia.koiava@caritas.ge;

manana mdivani საოჯახო ტიპის სახლიიმედის სხივი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

ტელეფონი:  599030343

ლიდერი, მანანა მდივანი

მობილური: 599030346

ელ მისმაართი manana.mdivani@caritas.ge;

 

 

 

 

Tamar Bliadze-001 საოჯახო ტიპის სახლიჩვენი სახლი

მისამართი: გარდაბნის რ-ნის სოფ. მარტყოფი

ტელეფონი:  599876076

ლიდერი, თამარ ბლიაძე

მობილური: 595039983

ელ მისმაართი tamar.bliadze@caritas.ge

 Nazibrola Inadze-001 ახალგაზრდული სახლი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

კოორდინატორი, ნაზიბროლა (ზიზი) ინაძე

მობილური: 595001860

ელ მისმაართი zizi.inadze@caritas.ge;