• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

თემებისა და ცალკეული პიროვნებების მდგრადი განვითარება

Home / თემებისა და ცალკეული პიროვნებების მდგრადი განვითარება

 

“Caritas Internationalis“ „ურთიერთანამშრომლობის პრინციპების“  სახელმძღვანელოზე დაყრდნობით: ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს განავითარონ და რეალიზება გაუკეთონ თავიანთ შესაძლებლობებს, რათა მართონ და ეფექტურად გამოიყენონ არსებული რესურსები, თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ადამიანების განვითარების და მათი შესაძლებლობების გაძლიერების გზით, ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ აქტიურ და ძლიერ ადგილობრივ თემებს და მათ წევრებს მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საზოგადოებაში. ჩვენ ვათვიცნობიერებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადგილობრივ ეკლესიას სამოქალაქო საზოგადოებაში.“

სიტყვა „განვითარების“ ფართო განსაზღვრებამ შეიძინა ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს არის გაუმჯობესება დროსა და სივრცეში განსაზღვრული პროცესის მეშვეობით. სამიზნე ჯგუფისათვის (ადამიანებისთვის, რომლებსაც პროგრამა ემსახურება) განვითარებითი საქმიანობებს იმ შემთხვევაში ექნება შედეგი თუკი ისინი თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში (პროექტებში). საქართველოს კარიტასმა ეს შეთანხმება სოფლის თემებთან მუშაობის დროს მოიპოვა.
განვითარებით საქმიანობებში მონაწილეობა ეხმარება თემის წევრებს გაათვიცნობიერონ საკუთარ კეთილდღეობაზე მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და ის რეალობა, რომ  „არავის არ შეუძლია მათზე უკეთესად მოაგვაროს მათივე პრობლემა“.
პროგამის, თემების და ცალკეული პიროვნებების მდგრადი განვითარების, ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები:
ისტორია:
1.      თემებთან მუშაობა „საქართველოს კარიტასმა“ დაიწყო 2002 წელს „წყალ-მომარაგების რეაბილიტაცია თემის მობილიზაციის გზით, სამცხე-ჯავახეთის სოფლებში“პირველი განვითარებითი პროექტის  მეშვეობით, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოფლის თემი. სარეაბილიტაციო საქმიანობა 2003 წელს დაიწყო. პროგრამის II ფაზა კი 2009 წლის შემოდგმომამდე გაგრძელდა.
2.    2005 წელს „საქართველოს კარიტასმა“ დაიწყო: „საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიური სიტუაციის სტაბილიზაციისა და მიგრაციის პრევენციის“ პროექტის განხორციელება. პროექტი 2007 წლამდე გაგრძელდა.
3.   2008 წელს „საქართველოს კარიტასმა“ წამოიწყო პროექტის „სამოქალაქო მონაწილეობის და ადგილობრივი თვითმართველობის ართულობის ხელშეწყობა“ განხორციელება. პროექტის პირველი ფაზა დასრულდა 2008-2009 წლებში. ხოლო პროექტის მეორე ფაზა 2010 წელს დაიწყო.
4.    2008 წელს „საქართველოს კარიტასმა“ დაიწყო „მცირე ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობა“.  პროექტის პირველი ფაზა დასრულდა 2008-2009 წლებში. ხოლო პროექტის მეორე ფაზა დაიწყო 2010 წელს.

  • img08

    ლიანა მხეიძე

    განვითარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამის მენეჯერი

    ნუცუბიძის მე-2 პლატო, 3ა
    0183 თბილისი, საქართველო
    ტელ./ფაქსი: (+995 32) 221 78 19
    მობ: (+995 591) 22 97 03
    ელ-ფოსტა: liana.mkheidze@caritas.ge