
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ბავშვთა დღის ცენტრი „მზესუმზირები" მოხალისეების ჩართულობით განსაკუთრებული ღონისძიებით შეეცადა პატარებისთვის დღესასწაული დაემახსოვრებინა. ცენტრის ბენეფიციარებისთვის ჩატარდა სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ბავშვებში გონებრივობის, მეგობრობისა და მხიარულების გაძლიერებას.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ მოხალისეები, რომლებმაც დიდი მონდომებით და სიყვარულით იზრუნეს ბავშვების დადებით განწყობაზე, გაართეს ისინი კარაოკეთი, ცეკვით და ა.შ.
ეს დღე არის შეხსენება, რომ ყოველი ბავშვი იმსახურებს სიყვარულს, დაცულ გარემოსა და ბედნიერ მომავალს. ყველა ბავშვს ვუსურვებთ უზრუნველ, მშვიდ, სითბოთი სავსე და ბედნიერ ბავშვობას!












