გაცილებით მეტი ვიდრე პარტნიორებთან სტუმრობა: საქართველოს კარიტასის დირექტორი CNEWA-ს ესტუმრა

2017 წლის 19 ივლისს, საქართველოს კარიტასის დირექტორი ქ-ნ ანაჰით მხოიანი ქ. ნიუ-იორკში კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაციას (CNEWA) ესტუმრა. შეხვედრის მიზანი იყო CNEWA-ს ფონდების მოძიებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობა, საქართველოს კარიტასის საქმიანობის განხილვა და საერთო სამომავლო გეგმებზე საუბარი. საქართველოს კარიტასის … Continued

საქართველოს კარიტასმა გორში მოხალისეთა ცენტრი გახსნა

2017 წლის 24 მაისს, საქართველოს კარიტასმა გორში მოხალისეთა ცენტრი გახსნა და ახალი მოხალისეებისთვის პირველი შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას 11 მოხალისე დაესწრო და ყველა მათგანმა გამოთქვა  გორში არსებულ პროექტებში: „შინმოვლა“ ან „ტანსაცმლის დარიგების პუნქტი“ მონაწილეობის მიღების სურვილი. შეხვედრის განმავლობაში, „შინმოვლის“ პროექტის თანამშრომლებმა … Continued

საქართველოს კარიტასმა მონაწილეობა მიიღო მიგრაციის და თავშესაფრის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელში.

2017 წლის 21-22 ივნისს, ქ. ერევანში გაიმართა მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელი, სადაც საქართველოს კარიტასის წარმომადგენელმა, ტატა თოფაძემ რეინტეგრაციის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე და გამოცდილებაზე ისაუბრა. საქართველოს კარიტასის განვითარების პროგრამა აქტიურად მუშაობს მიგრაციის საკითხებზე, როგორც ქვეყნის შიგნით (პროექტები, რომელიც … Continued

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამis ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

2017 წლის 29 ივნისს გაიმართა შეხვედრა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯმენტისა და პროექტის „სამედიცინო პუნქტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ თანამშრომლების მონაწილეობით. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მიმდინარეობის შეფასება და 2018 წლისთვის ამოცანების განსაზღვრა, რეგიონში მზარდი,  მთავრობის მიერ დაფინანსებული, სამედიცინო პროგრამების … Continued

პაპი ფრანცისკეს მიმართვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას

პეტრე და პავლე, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეები და მოციქულები, ემსახურებოდნენ უფალს განსხვავებული გზებით. თუმცა, საკუთარი მრავალფეროვნებით, ორივენი იყვნენ მოწმეები ღვთის, როგორც მამის გულმოწყალე სიყვარულისა, რომელიც თითოეულმა მათგანმა, თავისი ცხოვრებაში ღრმად განიცადა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვით. სწორედ ამ მიზეზით, უძველესი … Continued

ტრენინგი თანამონაწილეობითი მეთოდოლოგიების გამოყენებაზე

„საქართველოს კათოლიკურ სამრევლოებში სოციალური მსახურების ანიმაციისა და გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში 2017 წლის 13 – 14 ივნისს საქართველოს კარიტასის სათავო ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შესაძლებლობებისა და პრობლემების ანალიზი სამრევლოებში თანამონაწილეობითი მეთოდოლოგიების გამოყენებით“. ტრენინგი ჩაატარა სომხეთიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ბ-მა ვარაზდათ კარაპეტიანმა. ტრენინგს … Continued

საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები სოციალურ სემინარზე ქალაქ უდინეში

2017 წლის 6 – დან 9 ივნისის ჩათვლით საქართველოს კარიტასის დირექტორი, ანაჰით მხოიან და ბავშვთა პროგრამის მენეჯერი, თამარ შარაშიძე კარიტას უდინეს (Caritas of the Archdioceses of Udine) და Mission ONLUS-ის მოწვევით იმყოფებოდნენ იტალიის ქალაქ უდინეში. აღნიშნული დღეების განმავლობაში საქართველოს კარიტასის … Continued

ბავშვთა პროგრამის “გუნდის გაძლიერების” გასვლითი ღონისძიება

2017 წლის 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ბავშვთა პროგრამის ფარგლებში მოქმედი მომსახურებების, კერძოდ მცირე საოჯახი ტიპის სახლების და მიუსაფარ ბავშვთა ცენტრების თანამშრომელთა და მოხალისეთათვის შედგა ორდღიანი გასვლითი ღონისძება, ორ ჯგუფად, რომლის მიზანი იყო „გუნდის გაძლიერება“  (Team Building). ღონისძიებას უმასპინძლა ვარძია … Continued

2017 წლის 29-31 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფის (EECCEG) მეშვიდე რეგიონული სემინარი გაიმართა

2017 წლის 29-31 მაისს, ქ. როსტოვში აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფი (EECCEG) შეიკრიბა, რათა შემუშავდეს კატასტროფების პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემა. აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფი (EECCEG) 2011 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა ქვეყნების კარიტასების წარმომადგენლები იკრიბებიან, … Continued

1 2 3 4 7