12 დეკ
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში

2017 წლის 8 დეკემბერი – ქ. თბილისში, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „დუალური საექთნო განათლების პერსპექტივები საქართველოში”. კონფერენციის მიზანი გახლავთ საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ:  დანიელ ჰაასი – გერმანიის საელჩოს,  სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის განვითარების ხელმძღვანელი და ირინა წეროძე  -საქართველოს განათლებისა […]

VIEW DETAIL
24 ნოე
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

თანამშრომლობა ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან

2017 წლის 12-18 ნოემბერს, ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სტუმრობდა სტუდენტების ჯგუფი პროფესორ ანნა კელნერის ხელმძღვანელობით. საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტის გუნდის წევრები და სტუდენტები ერთობლივად ეწვივნენ პროექტის ბენეფიციარებს  გამოცდილების  გაზიარებისა და პრაქტიკული  უნარების განვითარების მიზნით. ვიზიტის დროს პროფესორი  კელნერი შეხვდა საქართველოს კარიტასის, პროფესიული კოლეჯ „ფანასკერტელის“ და წმ. თამარ მეფის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.  უნივერსიტეტის […]

VIEW DETAIL
21 ნოე
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

საექთნო განათლების ხელშეწყობა საქართველოში

შინმოვლის პროექტის ფარგლებში, საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს საექთნო განათლების განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, 2017 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო “ქორთიარდმარიოტში”  საექთნო განათლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ცენტრებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოს კარიტასისა და საქართველოს ექთნების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი […]

VIEW DETAIL
20 ნოე
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

„Brave Kids“-ის ფესტივალი თბილისში ტარდება

2018 წელს საქართველოს კარიტასი ორგანიზებას გაუწევს “Brave Kids” -ის ფესტივალს, რომელიც თბილისში პირველად გაიმართება. ფესტივალს 150-ზე მეტი ბავშვი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც საკუთარ კულტურას წარმოადგენენ. პროექტი დაფინანსებულია „Creative Europe“ – ის მიერ. „Brave Kids“ არის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 2009 წლიდან ტარდება „Goat Theater Association“-ის ორგანიზებით ვარშავაში, პოლონეთში,  „UNESCO“-სა და პოლონეთის კულტურისა და მემკვიდრეობის პატრონაჟით. […]

VIEW DETAIL
17 ნოე
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

უპოვართა პირველი მსოფლიო დღე

წმიდა მამა ფრანცისკეს გზავნილი უპოვართა პირველი მსოფლიო დღისათვის რიგითი ჟამის XXXIII კვირადღე 2017 წლის 19 ნოემბერი ნუ გვიყვარს სიტყვით, არამედ საქმით 1. «შვილნო, ნუ გვიყვარს სიტყვითა და ენით, არამედ გვიყვარდეს საქმითა და ჭეშმარიტებით» (1იო 3,18). იოანე მოციქულის ეს სიტყვები გამოხატავს ბრძანებას, რომელსაც ვერც ერთი ქრისტიანი ვერ აარიდებს თავს. სერიოზული ტონი, რომლითაც „საყვარელი მოწაფე“ დღესაც გვაწვდის […]

VIEW DETAIL
08 ნოე
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

იმედის სახლი

გასულ შაბათს, “ალკოჰოლიზმის პრევენციისა და განათლების თემის” პროექტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდა გაიმართა საქართველოს კარიტასის „იმედის სახლში“ ქ. ბათუმში. პროექტის მთავარი მიზანია ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია. 2005 წლიდან, პროექტი ეხმარება „Dormitorio“-ს ბენეფიციარებს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევაში. ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია შემდეგი მეთოდების მეშვეობით ხორციელდება: ადამიანიების გაძლიერება, მათი სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფნა, ურთიერთობებისა და ღირსების აღდგენა. მრვალი მაგიდის […]

VIEW DETAIL
26 ოქტ
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

პრეს რელიზი: 31 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ სოფელ ეშტიაში მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დღის ცენტრს ხსნის

2017 წლის 31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სოფელ ეშტიაში საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ოფიციალურად გახსნის ცენტრს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას 1994 წლიდან ემსახურება. ორგანიზაციის მისია არის საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარება და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებითა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით. […]

VIEW DETAIL
26 ოქტ
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

დუალური განათლების გაცნობითი ვიზიტი გერმანიაში

2017 წლის 15-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კარიტასის ერთობლივი დელეგაცია, საექთნო საქმის დუალური განათლების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეწვია გერმანიას. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი, პროგრამის ოფიცერი ია ადეიშვილი, ექთანი-ტრენერი ნინო ფერაძე, განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების […]

VIEW DETAIL
19 ოქტ
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

ჩვენი ფასეულობებისთვის აშენებული ხიდი

წელიწადში ორჯერ, საქართველოს კარიტასის თანამშრომლებისთვის ფორმაციულ შეხვედრები ტარდება. გამომდინარე იქედან, რომ მოწყვლადი ადამიანების დასახმარებლად  ორგანიზაცია მთელს საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს კარიტასის თანამშრომლების ერთად შეკრება და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა სულიერი საკითხების განხილვა. 6-7 და 13-14 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასმა მორიგი ფორმაციული შეხვედრა გამართა, ამჯერად მთავარი თემა იყო „ჩვენი ფასეულობები“. ფასეულობებს საკმაოდ […]

VIEW DETAIL
16 ოქტ
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

მორიგი PSM შეხვედრა თემების გაძლიერებისათვის

2017 წლის 2-3 ოქტომბერს „სამრევლო სოციალური მსახურების“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ვალესა და არალში ადგილობრივ კათოლიკურ მრევლთან. შეხვედრის განმავლობაში სამრევლო ჯგუფებმა იმსჯელეს თემის სტრუქტურის, პრობლემების და საჭიროებების შესახებ, იმუშავეს ჯგუფებში და ასევე განიხილეს მომავალი აქტივობების გეგმები და  მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული პროექტი არის ორ წლიანი და მისი განხორციელება  2016 წლის მაისში დაიწყო. პროექტის მიზანია, რვა […]

VIEW DETAIL