საქართველოს კარიტასი იწყებს ახალ პროექტს სტიქიური უბედურებების რისკის ქვეშ მყოფი თემებისათვის

14813526_1264208156933188_1092860583_nსაქართველოს კარიტასი რუმინეთის კონფედერაციულ კარიტასთან ერთად იწყებს ახალ პროექტს, რომლის სახელწოდებაა „სტაბილური თემები – კატასტროფისათვის მზადყოფნა, როგორც მდგრადი განვითარების პირველი ნაბიჯი“. შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუმინეთის კონფედერაციული კარიტასის აღმასრულებელმა დირექტორმა – დოინა კრანგასუმ და საქართველოს კარიტასის დირექტორმა -ანაჰით მხოიანმა.

პროექტის მიზანია უზრუნველჰყოს საქართველოს და სომხეთის სოფლის თემების სტაბილურობა ჰიდრო-მეტეოროლოგიური ფაქტორებით, კლიმატური ცვლილებებით და სეისმური საფრთხით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების წინაშე და ნეგატიური გავლენის შემცირება, რომელსაც ეს კატასტროფები ახდენენ   ამ თემების ადამიანურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

რუმინეთის კონფედერაციული კარიტასი დააფინანსებს საქართველოს კარიტასის მიერ პროექტის შესრულებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი ოფიციალური განვითარების დახმარების ბიუჯეტიდან.