• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ხელოვნებით თერაპიის სტუდია

Home / ხელოვნებით თერაპიის სტუდია

სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მომსახურება

                 

ხელოვნებით თერაპიის სტუდია მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის

ხელოვნებით თერაპიის სტუდიის მიზანი: ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

 

ხელოვნებით თერაპიის სტუდიაში, ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით, გამოიყენება ხელოვნებით თერაპიის  მეთოდი კერამიკის, ტიხრული მინანქრის, ხატწერის, დეკორატიულ ხეზე კვეთის, ჭედურობის, თექის და ქსოვის სახელოსნოებში.  მიღებული უნარ-ჩვევები ბავშვებს მომავალში შეუძლიათ შემოსავლის წყაროდ გამოიყენონ. 16-18 წლამდე მოზარდები სწავლობენ სამსახურის მოძიებისათვის საჭირო უნარებს: რეზიუმეს მომზადებას, ინტერვიუზე თავის წარდგენას, ასევე ღებულობენ ინფორმაციას, თუ სად შეიძლება იყოს განთავსებული ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ. ყოველ წელს სტუდია 70-მდე ბავშვსა და ახალგაზრდას ენსახურება.

ყოველ წელს, ახალგაზრდების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები სხვადასხვა სახის გამოფენა-გაყიდვებზე და ღონისძიებებზე არის წარდგენილი.

ხელოვნებით თერაპიის სტუდიის ბენეფიციარები არიან, ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან; ბავშვები, რომელთა ოჯახის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იყვნენ გამოსახლებულნი; ბავშვები მრავალშვილიან ოჯახებიდან; მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ახალგაზრდები.

 

პარტნიორები: საქართველოს მთავრობა, კარიტას საფრანგეთი

ადგილმდებარეობა: თ. ერისთავის ქუჩა 2დ, 0192 თბილისი

 

 

  • img08

    დავით ყარყარაშვილი

    ხელოვნებით ტერაპიის სტუდიის კოორდინატორი

    მისამართი: ერისთავის ქ. 2, გლდანი-ნაძალადევის რაიონი
    0192 თბილისი, საქართველო
    ტელ: 599 15 83 22
    ელ-ფოსტა: david.karkarashvili@caritas.ge