თავშესაფრის პროექტი დაიბადა 2003 წელს როგორც პასუხი ბევრი უსახლკარო პირის ვისაც სჭირდებოდა თავშესაფარი ღამის გასათენებლად ქალაქ ბათუმში. ყოველ ღამეს თავშესაფარი სთავაზობს თავის სივრცეს დაახლოებით 28 პიროვნებას.

თავშესაფრის პროექტის მიზნები:

1.პირველი მიღების უზრუნველყოფა იმ ადამიანებისათვის ვისაც ღამის გასათენებელი არ გააჩნია;

  1. პირველადი დახმარების უზრუნველყოფა ჰიგიენისა, ჯანმრთელობის ან ფსიცოლოგიური პრობლემების შემთხვევაში;
  2. პიროვნების სტიმულირება და თანხლება სოციალური რეაბილიტაციის გზის წამოწყებისას.

თავშესაფრის პერსონალი: ერთი კოორდინატორი, ორი ექთანი, ერთი ადვოკატი მოხალისე, სამი ოპერატორი მოხალისე, სისუფთავეზე პასუხისმგებელი ორი პიროვნებ.

პროექტის პარტნიორები გახლავთ: ასოციაცია  A.B.C.S და ორგანიზაცია Daquialà.

 

პროექტი იმედის სახლი (CASA DELLA SPERANZA) დაიბადა 2005 წელს როგორც პასუხი ბათუმის თავშესაფრის ბენეფიციარების საქიოროებებზე იმისავის რომ დავხმარებოდით მათ თავი დაეღწიათ ალკოჰოლის დამოკიდებულებისაგან. 2005 წლიდან პროექტის პერსონალი ზრუნავდა 30 ბენეფიციარზე ალკოჰოლის და ნარკოტიკული დამოკიდებულებით, იმედის სახლი (Casa Della Speranza) მასპინძლობს ყოველდღე 6 ბენეფიციარამდე.

პროექტის მიზანია  ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების ალკოჰოლისგან თავის დაღწევა შემდეგი ქმედებებით :

  1. ადამიანის გაძლიერება
  2. სოციალური ჩართულობა და ურთიერთობის აღდგენა
  3. რეაბილიტაცია და ღირსების აღდგენა

პროექტის პერსონალი: ერთი კოორდინატორი და ერთი მოხალისე.

პროექტის პარტნიორები: ასოციაცია  Amici di don Baldo და ასოციაცია A.B.C.S