“შინმოვლა”

მთავარი მიზანი: მიტოვებული და ჯანმრთელობის პრობლემის მქონდე მოხუცების, ცხოვრების ხარისხის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა; მათი დახმარება დამოუკიდებლად ცხოვრებაში და ჰოსპიტალიზაციისაგან პრევენცია.

პროექტის ფარგლებში, გამოცდილი ექთნები და ფსიქოლოგები, სახლში ემსახურებიან მოსახლეობის იმ მოწყვლად ფენებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ ჯანმრთელობის პრობლემის ან სხვა მიზეზის გამო. ყოველწლიურად, პროექტი  130 ბენეფიციარზე  ზრუნავს  ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში.

პროექტის პარტნიორები: Renovabis, ქუთაისის მუნიციპალიტეტი;  ქუთაისისა და ოზურგეთის  სოციალური  მომსახურების  სააგენტო.

                           

                                  პირველადი დახმარების სამედიცინო ცენტრი

მთავარი მიზანი: ქუთაისი მოწყვლადი ფენებისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; ბენეფიციარების საჭირობებისა და უფლებების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერების ამაღლება.

1995 წლიდან, პროექტი მიზნად ისახავს ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების პირველად სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო ცენტრი, ყოველთვიურად 100 ადამიანს ემსახურება, წლიურად კი 1200 ამბულატორიულ მიღებას ახორციელებს.

პროექტის პარტნიორები: “USCCB“; ქუთაისის სოციალური  მომსახურების  სააგენტო.

პროექტის ადგილმდებარეობა: ნიუპორტის ქუჩა 10, ქუთაისი

                                                          უფასო სასადილო

მთავარი მიზანი: გაჭირვებული ადამიანების საკვებით უზრუნველყოფნა.

უფასო სასადილო ფუნქციონირებს  საკვებისა და ფულადი სახსრების შემოწირულობის ხარჯზე. პროექტის მიზანია შეავსოს გაჭირვებული მოსახლეობის კვების  დღიური რაციონი, რათა ბენეფიციარებმა დაძლიონ გაჭირვება, აგრეთვე დაიცვას მათი ღირსება და ხელი შეუწყოს მათ დამოუკიდებლობას.

ყოველდღიურად სასადილო ემსახურება 70 მოხუცს და 100 ბავშვს.

პროექტის პარტნიორები: “Chiesta Cattolica Italiana”United States Conference of Catholic Bishops (USCCB)

პროექტის ადგილმდებარეობა: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 33, ქუთაისი