სარეაბილიტაციო ცენტრი

სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს „თბილისის სამედიცინო ცენტრში“, რომელიც დაფუძნდა საქართველოს კარიტასის მიერ. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ფსიქოთერაპიული აპარატებით და პაციენტებს ფართო სპეტქრის მომსახურებას სთავაზობს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სარეაბილიტაციო ცენტრის მობილური ჯგუფები პაციენტებს შინმოვლის სერვისითაც უზრუნველყოფენ. მომსახურება, რომელსაც ცენტრი სთავაზობს პაციენტებს პოზიტიურად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მიზანი

ცენტრის მიზანია უზრუნველყოს პაციენტის შეზღუდული შესაძლებლობების, უნარ-ჩვევების რეაბილიტაცია, საზოგადოებაში შემდგომი რეინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სამიზნე ჯგუფი

ქრონიკული დავადებების მქონე ან რეაბილიტაციის პროცესში მყოფი პირები.

დაფარვის არეალი

თბილისი. 2009 წლისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებით 1200-მა პაციენტმა ისარგებლა.

Neli Vartanov- Rehabilitation Centre Coordinator

 

 

 

 ნელი ვართანოვი

პროექტის კოორდინატორი