• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლები

Home / მცირე საოჯახო ტიპის სახლები

მზრუნველობამოკლებული ბავშვების მომსახურება

 

მცირე საოჯახო ტიპის სახლების მიზანი: მზუნველობამოკლებული, 6-დან 18 წლამდე ბავშვების ოჯახური პირობებით უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.

 

საოჯახო ტიპის სახლებში, ბავშვები უზრუველყოფილნი არიან ოთხჯერადი კვებით, სეზონური ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, პირადი ჰიგიენის ნივთებით. ბავშვები ღებულობენ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას. ყველა ბავშვი იღებს  სავალდებულო ან პროფესიულ განათლებას, საჭიროების  შემთხვევაში ბავშვები ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების სისტემაში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ხდება სხვადასხვა სასწავლო კურსების შეთავაზება. ბავშვების სოციალური და სასიცოცხლო უნარებით აღჭურვის მიზნით შემუშავდა „დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა“. ამჟამად, საქართველოს კარიტასი მართავს სამ საოჯახო ტიპის სახლს: ორი მათგანი ფუნქციონირებს ქალაქ თბილისში და ერთი – სოფელ მარტყოფში. სამივე სახლი ემსახურება 28 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს. მარტყოფის  საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს ინტეგრირებულ გარემოს, სადაც ცხოვრობენ ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვები.

ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახთან რეინტეგრაციის ან მიმღებ ოჯახებში განთავსების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

 

პარტნიორები: საქართველოს მთავრობა; “შორ მანძილზე დახმარება”; “კათოლიკური დახმარების სამსახური” (CRS), ლიბერთი ბანკი

ადგილმდებარეობა:    საოჯახო ტიპის სახლი „ათი მნათი

თ. ერისთავის ქ #2დ, ქ. თბილისი

                                    საოჯახო ტიპის სახლი „იმედის სხივი

თ. ერისთავის ქ #2დ, ქ. თბილისი

                                    საოჯახო ტიპის სახლი „ჩვენი სახლი

გარდაბნის რ-ნის სოფ. მარტყოფი