• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ხანდაზმულთა დღის ცენტრი “ჰარმონია”

Home / ხანდაზმულთა დღის ცენტრი “ჰარმონია”

 

ხანდაზმულთა დღის ცენტრი “ჰარმონი”-ის მიზანი: ხანდახმულების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

 

პროექტი “ჰარმოანია” შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს მარტოხელა, ასაკოვანი ადამიანების, რომლებიც მოკლებულნი არიან სხვებთან ურთიერთობას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოციალური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მეშვეობით.

ყოველდღიურად ცენტრს სტუმრობს 40–მდე ადამიანი. ცენტრი „ჰარმონია“ მჭიდრო კავშირშია საქართველოს კარიტასის სამედიცინო და ახალგაზრულ პროექტებთან. ცენტრის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის და რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურება.

დღის ცენტრ “ჰარმონიის” ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ხანდაზმულთა ღირსების აღდგენა და სოციალური სტიმულიერება. ცენტრი ეხმარება მათ, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ.  აქ ერთი და იმავე თაობის ადამიანებს შეუძლიათ გაუგონ და გვერდში ამოუდგნენ ერთმანეთს, არ იგრძნონ თავი გარიყულად. „ჰარმონიის“ სტუმრებს ერთმანეთთან და ახალგაზრდული ცენტრის ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევათ.  ცენტრის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია მასმედიის სხვადასხვა საშუალებები, მათთვის ხდება ექსკურსიების ორგანიზება საქართველოს ისტორიულ ადგილებში, თეატრებში, კინოში, მუზეუმებში, გამოფენებზე. აგრეთვე, ტარდება კონსულტაციები ექიმებთან და იურისტებთან, ექთნის მიერ რეგულარულად ტარდება ფიზიკური, ისევე როგორც გონებრივი და მხედველობითი ვარჯიშები.

 

პარტნიორები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კომპანია “JT International Luxembourg S.A.” საქართველოში

ადგილმდებარეობა: თორნიკე ერისთავის კუჩა 2დ, 0192 ქ.თბილისი

  • img08

    ნანა ნაცვლიშვილი

    პროექტის კოორდინატორი

    თორნიკე ერისთავის ქ. 2 (გლდანი-ნაძალადევი)
    0192, თბილისი, საქართველო
    ტელ.: +(995 32) 2451986
    ფაქსი: +(995 32) 2343892
    მობ: +(995 599) 568176
    ელ-ფოსტა: harmony-caritas@mail.ru