07 აპრ
  • By Tea Lolua
  • Cause in

ტრენინგი „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა/ახალგაზრდული პროგრამის თანამშრომლებისთვის

2016 წლის 19-22 აპრილს 10:00 საათიდან 18:30 საათამდე „საქართველოს კარიტასის“  ბავშვთა/ახალგაზრდული პროგრამის თანამშრომელებისთვის ტარდება ტრენინგი სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის თემაზე. ტრენინგი ჩატარდება სასტუმროში „თბილოტელი“, მის: ქ. თბილისი, დარასელიას ქ. #8. (გაგარინის მოედანზე).

ტრენინგს უძღვებიან იტალიელი სპეციალისტები/ტრენერები. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ ენაზე.

ტრენინგი ტარდება 2 ჯგუფად:

  • I ჯგუფი – 19-20 აპრილი;
  • II ჯგუფი _ 21-22 აპრილი;

შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო.

გთავაზობთ  კომფორტულ და მეგობრულ გარემოში გატარებულ ნაყოფიერ დღეებს.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ყველა მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირების ხარჯით. მონაწილეები რეგიონებიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით.

Tea Lolua

Leave a Reply