“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული პროგრამების პედაგოგის ვაკანსიაზე

posted in: ვაკანსია | 0

თანამდებობა:                            კომპიუტერული პროგრამების პედაგოგი

მომსახურება/პროექტი:            ბავშვთა  დღის ცენტრი სოფელ ეშთიაში

დასაქმების ტიპი:                      საათობრივი

სამუშაო გრაფიკი:                     მოლაპარაკების საფუძველზე

ვაკანსია ღიაა:                           ყველა დაინეტრესებული პირისთვის

ხანგრძლივობა:                         გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:                 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ეშთია, საქართველო

 სამუშაო მიზანი:

ქართული ენის პედაგოგი პასუხისმგებელია ბენეფიციარებს შეასწავლოს კომპიუტერული პროგრამები და ეფექტურად განახორციელოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

  • დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში.
  • მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
  • მოვალეა დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია  შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით
  • ვალდებულია დროულად დაგეგმოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და იზრუნოს მის განხორციელებაზე
  • იზრუნოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე მისი გონებრივი შესაძლებლობის შესაბამისად.
  • იქონიოს ინფორმაცია ბენეფიციარზე, რომელსაც თვის მანძილზე დაუგროვდა სამზე მეტი გაცდენა 
  • პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს  ბენეფიციარს, როგორც  ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების  დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი)
  • ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ
  • მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებშ
  • პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
  • პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე
  • უზრუნველყოს პროექტის განხორციელება გენდერული ბალანსის და მონაწილეობრივი გზის გათვალისწინებით
  • პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;.
  • მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი
  • მონიტორინგი გაუწიოს ბენეფიციარის აკადემური მოსწრების ამაღლებას ტესტირებების ჩატარების გზით.
  • ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ

განახორციელოს სხვა დავალება გონივრულად მოთხოვნილი დირექტორის მიერ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან საშუალო სპეციალიზირებული განათლების დიპლომი
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება
  • წერითი და ანალიტიკური უნარები
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
  • მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
  • როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმლაური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედეულების მიმართ პატივისცემა

სასურველიაქართული ან რუსული ენის ცოდნა

ჰონორარი/ ხელფასი:

 საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: nana.kukhalashvili@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება:    

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                   13.11.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:              22.11.2017

ორგანიზაციის შესახებ:           

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;   https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;