საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას “შინ მოვლის” ფასიანი მომსახურების შეფასებასა და ბიზნეს გეგმის განვითარებაზე

posted in: ვაკანსია | 0

შინმოვლის ფასიანი მომსახურების საჭიროების კვლევა

ბიზნეს გეგმის განვითარება

  1. შესავალი

შინმოვლა არის სამედიცინო, სოციალური და სარეაბილიტაციო ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიეწოდება პაციენტს ბინაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით . ამჟამად შინმოვლის მომსახურებას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები საზღვარგარეთის დონორების ფინანსური მხარდაჭერით, ვინაიდან ის არ იფარება საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით.   საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტი მონაწილეობს ამ პროექტების თანადაფინანსებაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატ-ი) არ ფლობს ინფორმაციას  მოსახლეობის რაოდენობაზე, რომელსაც სჭირდება ასეთი მომსახურება, ხოლო არასამთავრობო სექტორის შეფასებით მათი რეცხვ 70-80 ათას ადამიანს შეადგენს. შინმოვლის საჭიროების სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნებიან პირები , რომელებსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილების უნარი ასაკის ან დაავადების გამო,  პაციენტები ოპერაციის შემდეგ  და გარე დახმარებაზე დამოკიდებული პირები. საქართველოში შინმოვლის მომსახურების რამდენიმე მიმწოდებელია, მაგრამ მათი შესაძლებლობები მხოლოდ სავარაუდო საჭიროების 5% -ს მოიცავს.

  1. პრობლემის არსი

შინმოვლის მომსახურება ეწევა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ვინაიდან ის სუბსიდირებულია უცხოელი დონორების მიერ. მოსახლეობის სხვა ჯგუფები, როდესაც მათ ასეთი დახმარება სჭირდებათ, არაორგანიზებულ ინდივიდუალურ მომვლელებს ან კერძო პროვაიდერებს მიმართავენ.  პაციენტების უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება არ არის დაცული კანონმდებლობით, რადგან არ არსებობს სამსახურების რეგულაციები და სტანდარტები. საქართველოს კარიტასს , რომელსაც მაღალი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაცია გააჩნია, ხშირად მიმართავენ  ფასიანი მომსახურების გაწევის თხოვნით. საქართველოს კარიტასი, რომელსაც შეუძლია ფასიანი მომსახურების ორგანიზება თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, არ ფლობს  ინფორმაციას ბაზარზე არსებული საჭიროების შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  საქსტატ- ს ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია.

კვლევა ხელს შეუწყობს მონაცემთა ბაზის შექმნას მოსახლეობაში შინმოვლის საჭიროების შესახებ.

  1. 3. შეფასების მიზნები

შეფასების ძირითადი მიზანია ფასიანი მომსახურების ბაზრის პოტენციალის განსაზღვრა. შეფასების შედეგების საფუძველზე უნდა შემუშავდეს ფასიანი მომსახურების განვითარების ბიზნეს გეგმა.

  1. 4. სამუშაოების მასშტაბი

ბაზრის კვლევას და ბიზნეს გეგმის  განვითარებას უზრუნველყოფს გარე კონსულტანტი  საქართველოს კარიტასის შინმოვლის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით. კონსულტანტი  ითანამშრომლობს კარიტასის  ფინანსურ განყოფილებასთან და ადმინისტრაციასთან.  კონსულტანტი პასუხს აგებს შემდეგი ამოცანების შესრულებაზე:

  • შეაფასოს თბილისისა და გორის ქალაქების ფასიანი მომსახურების ბაზრის პოტენციალი”:

– შინმოვლის მოვლის;

– 24 საათიანი მომვლელის.

  • კლიენტისთვის სასურველი მომსახურების იდენტიფიცირება;
  • შინმოვლის და სხვა მომსახურების კლიენტთა საერთო რაოდენობის განსაზღვრა ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური კანონზომიერების მეთოდის გამოყენებით;
  • მოსახლეობის სეგმენტის განსაზღვრა, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს ფასიანი მომსახურების ღირებულება და მათი რიცხვი;
  • კერძო მომსახურების მიმწოდებლის ფასების განსაზღვრა;
  • კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს კარიტასის ფასიანი მომსახურების განვითარებისა და დაფინანსების შესახებ;
  • შეიმუშაოს ფასიანი მომსახურების ბიზნეს გეგმა.

5. მეთოდები და ინსტრუმენტები

შემდეგი მეთოდები უნდა იყოს გამოყენებულიზემოთ აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად:

  1. შესაბამის დოკუმენტაციის მიმოხილვა
  2. ბაზრის შეფასება
  3. სემინარის მოწყობა კარიტასის თანამშრომლებისათვის
  4. პრეზენტაციები
  5. დოკუმენტაციის შექმნა

6. კონსულტანტის ძირითადი კვალიფიკაცია, გამოცდილება უნარი და განათლება:

  • საუნივერსიტეტო ხარისხი სტატისტიკური მონაცემების ანალიზში, ეკონომიკაში ან ბიზნეს მენეჯმენტში;

გამოცდილება:

  • სოციალური მეწარმეობის საკითხების სიღრმისეული ცოდნა და ბიზნესის მართვა
  • მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და ბიზნესის დაგეგმარების გამიცდილების მტკიცებულება. (სულ მცირე 5 წელი)
  • მსგავსი დავალების შესრულების გამოცდილების მტკიცებულება
  • კარგი ანალიტიკური, დოკუმენტაციის / ანგარიშგების წერის უნარი
  • კარგი კომუნიკაცია და ფასილიტაციის უნარი

7. დავალების შესრულების ვადა

2017 წლის 25 დეკემბრი.

8. მოსალოდნელი შედეგები

კონსულტანტი მჭიდროდ ითანამშრომლებს კარიტასის  შინმოვლის გუნდთან. ყველა ამოცანის შესრულების დოკუმენტი წარდგენილი იქნება დათქმულ მადებში კარიტასის გუნდის განსახილველად.

კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ძირითადი კვლევის შედეგები:

  • ბაზრის შეფასების ანგარიში
  • ბიზნეს გეგმის პროექტი განსახილველად
  • საბოლოო ბიზნეს გეგმა ამობაჭდილი და ელექტრონული ვერსიები ქართულ და ინგლისურ ენებზე და მისი განხორციელების გეგმა
  • მედია გეგმა

9. ფინანსური პროცედურები

თანხის გადახდა მოხდება შემდეგნაირად:

პირველი გადარიცხვა – 40% (ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ); და

საბოლოო გადარიცხვა – 60% (საბოლოო დოკუმენტაციის გადაცემების  შემდეგ)

განცხადბის შემოტანის ბოლო ვადაა 17 ნოემბერი, 2017

გთხოვთ რეზიუმე და შეფასებასთან დაკავშირებული წინადადება გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: g.kubaneishvili@caritas.ge; ia.adeishvili@caritas.ge.