წლის მოხალისე: მოხალისეობა ჩემი მოწოდებაა

გაიცანით! საქართველოს კარიტასის წლის მოხალისე, ევგენია კარაპეტიანი. ის ჩვენი მოხალისე 2012 წლიდანაა. მისი თავდადება და სიყვარული თავისი საქმის მიმართ აღინიშნა 2017 წლის საქართველოს კარიტასის მოხალისეთა ფორუმზე, როდესაც მან წლის მოხალისის წოდება მიიღო.

ევგენია გვიყვება თუ რას ნიშნავს მისთვის მოხალისეობა:

„ყველა ადამიანს აქვს თავისი მოწოდება და ჩემი მოწოდება მოხელისეობაა. სანამ მოხალისე გავხდებოდი, დიდხანს ვეკითხებოდი საკუთარ თავს თუ რა არის ჩემი მოწოდება. მახსოვს, ერთხელ ვუყვებოდი ჩემს მეგობარს თუ, რას ვგრძნობ სამუშაოს შესრულებისას, ჩემს ემოციებზე და გრძნობებზე ველაპარაკებოდი. მან მე ასეთი რამ მითხრა: „როგორი ბედნიერი ხარ, რომ იპოვე შენი მოწოდება“. თავიდან ყურადღება არ მივაქციე მის სიტყვებს და არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, რომ  მოხალისეობა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი მოწოდება. ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მოხალისეობაა ჩემი ნამდვილი მოწოდება.

საქართველოს კარიტასში მოხალისეობამ მასწავლა სიკეთის კეთება და შემდეგ, ამის დავიწყება. სწორედ აქ გამოვიმუშავე იმის უნარი, რომ „თვალი ყოველთვის ღია მქონდეს“, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალო, რომ შემიძლია ვიღაცისთვის ვიყო გმირი, თუნდაც ერთი დღით, თუნდაც ერთი საათით.

ამ წლების განმავლობაში მე ვხვდებოდი ბევრ ბენეფიციარს. მათთან ურთიერთობა ჩემში სხვადასხვა ემოციებს იწვევდა. მე ვნახე, თუ როგორ მოქმედებს სიკეთე ადამიანზე და თუ, როგორ შეუძლია სიკეთეს ადამიანის შეცვლა.  ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ელაპარაკები მათ, როგორ პასუხობ, როგორ აღიქვამ… ისინი ამ ყველაფერს ძალიან გრძნობენ. ისინი, ხომ დამიანები არიან, რომლებსაც ცხოვრებამ განსაცდელი მოუვლინა. მათ უნდა მოეპყრო, როგორც  განსაკუთრებულ ადამიანებს, აგრძნობინო, რომ შენთვის თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის  სულია. შენ შეგიძლია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, რამ გააკეთო, მაგრამ თუ იქ არ არის შენი სული, ყველაფერი ფუჭი იქნება. შენ უნდა მოახერხო, რომ სიკეთემ ყველაფერი შეცვალოს.

ჩემთვის წლის მოხალისის წოდების მიღება საკმაოდ სასიხარულო მოვლენა იყო. თუმცა, ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა ჩემში. მე ისევ ის ადამიანი ვარ, ისევ ის მოხალისე და ისევ იმ ძალებით, სიყვარულით ვასრულებ ჩემს სამუშაოს. მინდა ვთქვა, რომ ბევრჯერ მქონია რთული მომენტები, მაგრამ სამუშაო გამიგრძელებია იგივე ძალით, მოთმინებით და ნაბიჯებით, ამ ყველაფერში უფალი დამეხმარა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კარიტასის მოხალისის წოდება სხვა მოხალისეებთან ერთად მივიღე სიკეთის კეთებისთვის და ეს ჩვენთვის ერთგვარი გამარჯვებაა“.