“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე

posted in: ვაკანსია | 0

თანამდებობა:                               ადმინისტრატორი

მომსახურება/პროექტი:                კარიტასი დასავლეთ საქართველოში

დასაქმების ტიპი:                          ნახევარი განაკვეთი, 50%

ვაკანსია ღიაა:                                ყველა დაინეტრესებული პირისთვის

ხანგრძლივობა:                             გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:                      ბათუმი, საქართველო

 სამუშაო მიზანი:

შერჩეული პირი ადმინისტრირებას გაუწევს საქართველოს კარიტასის პროექტებს ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტების ანგარიშების წარმოება
  • პროექტების ფინანსური და ადმინისტრაციული მართვა
  • საწყის და პერიოდულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება
  • ადგილობრივ და ცენტრალურ რეფერენტებთან თანამშრომლობა

ძირითადი  მოთხოვნები:

  • განათლება საბუღალტრო ან ადმინისტრაციულ დარგში
  • ამ სექტორში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
  • ემპათია გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ
  • ძლიერი მოტივაცია და მოწყვლადი ფენისადმი თავდადება
  • კარიტასის მისიის გაზიარება

ჰონორარი/ ხელფასი:

 საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე : loredana.monetti@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                  8.11.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:            15.11.2017

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:   

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                  15.11.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:            25.11.2017

ორგანიზაციის შესახებ:           

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;   https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;