“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ვაკანსიას ადვოკატირების სპეციალისტის თანამდებობაზე

posted in: ვაკანსია | 0

თანამდებობა:                                ადვოკატირების სპეციალისტის

მომსახურება/პროექტი:                კარიტასი დასავლეთ საქართველოში

დასაქმების ტიპი:                          არასრული განაკვეთი, 30%

ვაკანსია ღიაა:                                ყველა დაინეტრესებული პირისთვის

ხანგრძლივობა:                              გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:                      ბათუმი, საქართველო

 სამუშაო მიზანი:

შერჩეული პიროვნება განახორციელებს „საქართველოს კარიტასის“ ქ. ბათუმის პროექტების ადვოკატირებას და ლობირებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ადვოკატირებისა და ლობირების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება
  • ადვოკატირების კამპანიასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო მასალების შექმნა
  • შინმოვლის მომსახურეობისა და მსგავსი, საქართველოში არსებული სოციალურად დაუცველ მოსახლეობის დამხმარე ინსტიტუტებში საქმიანობის შედარებითი ანალიზის წარმოება
  • ეროვნული სტანდარტების და გაიდლაინების განვითარება მომსახურების აკრედიტაციისათვის
  • საქართველოს კარიტასის წარდგენა და ლობირება ადგილობრივ და ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში
  • თბილისის ცენტრალური ოფისის ადვოკატირებაზე პასუხისმგებელ პირთან აქტიური თანამშრომლობა
  • პროგრამის მენეჯერის დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაციასა და ურთიერთობაში

ძირითადი  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიულ, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მენეჯმენტის სფეროში
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ამ სექტორში
  • ეროვნული და ადგილობრივი საკანონმდებლო სისტემის კარგი ცოდნა
  • შეხვედრების ფასილიტატორის და სახელმწიფო დაწესებებულების ხელმძღვანელებთან თუ საჯარო მოხელეებთან მუშაობის გამცდილება
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი და ამ ტიპის აპრობირებული გამოცდილება
  • საჯარო გამოსვლების, გუნდური მუშაობის, კონსტრუქციული მოლაპარაკების კარგი უნარები
  • განსხვავებული ინტერესებისა და კონტექსტის პიროვნებებთან კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზატორული და დროის ეფექტური მართვის უნარები
  • მაღალი მოტივაცია და თავდადებული ზრუნვა სოციალურად დაუცველ ადამიანებზე
  • კარიტასის მისიის გაზიარება
  • ინგლისური ენის ცოდნა

ჰონორარი/ ხელფასი:

 საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე : loredana.monetti@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                  8.11.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:            15.11.2017

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:   

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                  15.11.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:            25.11.2017

ორგანიზაციის შესახებ:           

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;   https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;