საქართველოს კარიტასი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას ფონდების მოძიების სექტორში

posted in: ვაკანსია | 0

საქართველოს კარიტასი ეძებს იტალიელ სტუდენტს, რომელსაც სურს კარიერის გაკეთება ფონდების მოძიების სექტორში, სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმების შესაძლებლობით.

ძირითადი მოვალეობები:

– პროგრამის მენეჯერის დახმარება პროექტის შემუშავებაში და მართვაში, ანგარიშების შედგენაში

– დონორებისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო მასალის რედაქტირება და მიწოდება

– პროექტის ძირითად პარტნიორებთან ურთიერთკავშირების მართვა

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • იტალიური და ინგლისური ენის კარგი ცოდნა
  • საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობის მაღალი მოტივაცია
  • თვითგანვითარებისაკენ  სწრაფვა
  • თავმდაბლობა და მოქნილობა

სამუშაო პირობები

სტაჟირება ნახევარ განაკვეთზე ქუთაისისა და ბათუმის კარიტასის ცენტრებში. დამატებითი პირობების შეთანხმება მოხდება გასაუბრების დროს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ნოემბერი
CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge