“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიების სპეციალისტის თანამდებობაზე

posted in: ვაკანსია | 0

თანამდებობა:                              ფონდების მოძიების სპეციალისტი

მომსახურება/პროექტი:              კარიტასი დასავლეთ საქართველოში

დასაქმების ტიპი:                        არასრული განაკვეთი 60%

ვაკანსია ღიაა:                              ყველა დაინეტრესებული პირისთვის

ხანგრძლივობა:                            გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:                     ბათუმი, საქართველო

 სამუშაო მიზანი:

შერჩეული პიროვნება განახროციელებს ფანდრაიზინგის საქმიანობას „საქართველოს კარიტასის“ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც განხორციელდება ქ. ბათუმში

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენა და გამოყენება
  • სხვადასხვა ღონისძიებების და ფონდების მოძიების კამპანიის ორგანიზება პროექტის სასარგებლოდ, ფანდრაიზინგის ახალი მეთოდოოლოგიების შესწავლა-რეალიზება: კერძო შემოწირულობები, ღონისძიებები, დონორთავებ-გვერდების მონიტორინგი და ა.შ.
  • „საქართველოს კარიტასის“ წარდგენა არსებულ და პოტენციურ დონორებთან
  • დონორების მოტივირება და ხელშეწყობა მათი შემოწიროლობის შესანარჩუნებლად
  • არსებული, ყოფილი და შესაძლო დონორების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება, შემოწირულობებისა და პერსონალური ინფორმაციის რეგისტრირება
  • რისკების ანალიზი, დროისა და ღირებულების ბალანსი, ძალისხმევის კონცენტრირება ფანდრაიზინგის იმ საქმიანობაზე, რომელსაც წარმატების უპირატესი შესაძლებლობა ექნება
  • ადვოკატირებაზე პასუხისმგებელ პირთან თანამშრომლობა საზოგადოების ცნობიერებისა და შეგნების ასამაღლებლად განსახორციელებელ პროექტებთან მიმართებაში
  • თბილისის ცენტრალური ოფისის ფანდრაიზინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობა
  • პროექტის მენეჯერთან თანამშრომლობით შესაძლო ახალი საპროექტო წინადადებების შემუშავება დონორთა წინაშე წარსადგენად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოლიტიკურ მეცნიერებათა ან ეკონომიკის დარგში
  • გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციაში (სასურველია საქველმოქმედო ტიპის ორგანიზაციაში)
  • შეხვედრების ფასილიტატორის და სახელმწიფო დაწესებებულების ხელმძღვანელებთან თუ საჯარო მოხელეებთან მუშაობის გამცდილება
  • განაცხადების, ანგარიშებისა და ბიუჯეტის შედგენის გამოცდილება, განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი
  • დიპლომატიის და მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი; განსხვავებული ინტერესებისა და კონტექსტის პიროვნებებთან კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზატორული და დროის ეფექტური მართვის უნარები
  • ძლიერი მოტივაცია და მოწყვლადი ფენისადმი თავდადება
  • კარიტასის მისიის გაზიარება
  • ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ფლობა

სასურველიაიტალიური ენის ცოდნა

ჰონორარი/ ხელფასი:

 საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე : loredana.monetti@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                    3.11.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:              06.11.2017

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:   

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                   06.11.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:             15.11.2017

ორგანიზაციის შესახებ:           

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;   https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;