ახალგაზრდების ოცნება სოფელ ეშტიაში

 

„ძალიან გამიხარდა კომპიუტერების დანახვა“ – თქვა სოფელ ეშტიაში მცხოვრებმა 14 წლის გოგონამ. „ახლა, სკოლის შემდეგ შევძლებ აქ მოსვლას და კომპიუტერის სწავლას, ასევე სიმღერას და ცეკვას“ –  სიხარულით სავსე თვალებით ყვებოდა ქრისტინა და თან რთავდა კომპუტერს, რომელიც ახალ აშენებულ ცენტრში იდგა.

ეს არ იყო ჩვეულებრივი დღე სოფელ ეშტიაში. დილიდან ადგილობრივი მოსახლეობა ლაპარაკობრდა, ემზადებოდა და მოუთმენლად ელოდა ცენტრის გახსნას მათი ბავშვებისა და ახლაგაზრდებისთვის. ამ დღეს, ყველაზე განსაკუთრებულს ხდიდა ჟურნალისტების, სტუმრების სხვადასხვა ქალაქებიდან, ადგილობრვი უწყებებიდან, გაეროს ბავშვთა ფონდიდან და სასულიერო პირების ერთად თავმოყრა, რათა დასწრებოდნენ ცენტრის გახსნას, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი.

საქართველოს კარიტასის, „კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაციის“ (CNEWA), საქართველოში ვატიკანის საელჩოსა და ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლებმა წარმოთქვეს სიტყვები ცენტრის გახნასთან დაკავშირებით.

არქიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი, საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი გულითადად მიესალმა დამსწრე საზოგადოებას: „მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება მათ მიმართ, ვინც ცენტრის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა ჩვენს პარტნიორ ორგანზაციას „კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაციას“ (CNEWA), თითოეულ ადამიანს ვინც მცირეოდენი წვლილი შეიტანა, რომ ეს ცენტრი დღეს გახსნილიყო და ეფუნქციონირა ადგილობრივი ახალგაზრდების სასარგებლოდ“.

სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, პრეზიდენტა მოიწვია საქართველოს კარიტასის პარტნიორი ორგანიზაციის – CNEWA -ს წარმომადგენელი ბ-ნ. მაიკლ ლა ჩივიტა: „მე წარმოვადგენ ერთ ოჯახს, რომელმაც გამოგვიწოდა ხელი, რათა აეშენებინა ცენტრი ჩვენი ბავშვების მომავლის უზრუნველსაყოფად. მე მსურს, რომ გადმოგცეთ მათი გულითადი მოგითხვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან, რომლებიც ფიქრობენ ეშტიის მოსახლეობაზე და სოფელში მცხოვრები ბავშვებისა და ახლაგაზრდების საჭიროებებზე. ერთადერთი, რაც მათ თქვენ გთხოვეს არის ის, რომ მოიხსენიოთ ისინი თქვენს ლოცვებში“.

პასუხად, ბ-ნ. იეგორ კოტოიანმა, სოფელ ეშტიის საბჭოს თავჯდომარემ, მოსახლეობის სახელით დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ცენტრის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა: „მადლობა თქვნი გულისხმიერებისთვის, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ბავშვებისა და ახლგაზრდებისთვს“.

დღის ბოლოს ცენტრი ოფიციალურად იყო გახსნილი. ახლა, ქრისტინა და მისი მეგობრები, რომლებიც მხოლოდ სომხურად საუბრობენ, შეძლებენ კომპიუტერის, ქართული და ინგლისური ენის შესწავლას, რაც მათ თავისი ოცნებების მიღწევაში დაეხმარება. როგორც ქ-ნ. ანაჰით მხოიანმა, საქართველოს კარიტასის დირექტორმა განმარტა თავის სიტყვაში: „ცენტრი იქნება სახლი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და დაეხმარება მათ, ოცნებების ასრულებაში. უმეტესად კი, ახალგაზრდების ოცნებები განათლების მეშვეობით და გარე სამყაროსთან წვდომით სრულდება“.