მორიგი PSM შეხვედრა თემების გაძლიერებისათვის

2017 წლის 2-3 ოქტომბერს „სამრევლო სოციალური მსახურების“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ვალესა და არალში ადგილობრივ კათოლიკურ მრევლთან.

შეხვედრის განმავლობაში სამრევლო ჯგუფებმა იმსჯელეს თემის სტრუქტურის, პრობლემების და საჭიროებების შესახებ, იმუშავეს ჯგუფებში და ასევე განიხილეს მომავალი აქტივობების გეგმები და  მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები.

აღნიშნული პროექტი არის ორ წლიანი და მისი განხორციელება  2016 წლის მაისში დაიწყო. პროექტის მიზანია, რვა კათოლიურ  თემში – სამი ლათინური წესის, სამი სომხური წესის  და ორი ასირიუულ-ქალდეური წესის სამრევლოში – სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება,   კათოლიკური სოციალური სწავლებაზე დაყრდნობით. ამის მეშვეობით სამრევლოს ლიდერები შეძლებენ მოხალისეების მობილიზებას, თვითგაძლიერებასა და თემის განვითარებას.

პროექტის ხორციელდება CRS/Catholic Relief Services, აშშ  და „კარიტას იტალიანას“ მხარდაჭერით.