ჩახუტება: მოხალისის ისტორია

 ერთ დღეს, რამდენიმე მოხალისემ გადაწყვიტა, რომ კეთილი საქმე გაეკეთებინა და დახმარებოდნენ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ისინი გავიდნენ ქუჩაში და დაიწყეს ხალხის თვალიერება. მათ დაინახეს ადამინები, რომლებიც ისხდნენ ქუჩის კუთხეებში ან უბრალოდ ძირს იწვნენ… უსახლკაროები…

რამოდენიმე დღეში მოხალისეები უკან ცხელი საკვებით დაბრუნდნენ, რაც ჩვევაში, ცოტახანში კი პროექტში გადაიზარდა. მე მათ შეუერთდი, როდესაც პროექტი „წვნიანი უსახლკაროთათვის“ უკვე რამდენიმე წლის იყო. ერთ დღეს, 3-4 წლის პატარა, გამხდარი ბიჭი მოვიდა ჩემთან და მთხოვა საჭმელი. მე მას მივეცი ერთი პორცია ცხელი წვნიანი, მაგრამ მან ის არ შეჭამა. მან თეფში წაუღო ქალს, რომელიც ბავშვთან ერთად მოშორებით იჯდა. მე დამამახსოვრდა ეს ბავშვი, რადგან მისმა საქციელმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ყოველთვის, როდესაც ის მოდიოდა საკვების მისაღებად, იგი ცდილობდა, რომ სხვებს დახმარებოდა.

პროექტი, „წვნიანი უსახლკაროთათვის“ ბევრ ადამიანს დაეხმარა, მაგრამ მე არასდროს მიგრძვნია მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, მანამდე სანამ ერთ დღეს ხალხმრავალ ქუჩაში მიმავალს, ვიღაცა არ ჩამეხუტა, ვიღაც ძალიან პატარა. დავიხედე და დავინახე ბიჭი. ეს იყო ფასდაუდებელი ჩახუტება ჩემს ცხოვრებაში.

– ელენე კემოკლიძე, საქართველოს კარიტასის მოხალისე