“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის თანამდებობაზე

posted in: ვაკანსია | 0
პოზიციის სახელი: პედაგოგი / ინგლისური ენა
მომსახურება/პროექტი:  ქ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
დასაქმების ტიპი: საათობრივი
სამუშაო მიზანი: ახალგაზრდული დღის ცენტრის პედაგოგი პასუხისმგებელია  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე. იგი უზრუნველყოფს გაკვეთილების ჩატარებას და საკლასო ჯგუფის ხელმძღვანელობას.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში.
  • მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
  • მოვალეა დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
  • ვალდებულია დროულად დაგეგმოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და იზრუნოს მის განხორციელებაზე.
  • იზრუნოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე მისი გონებრივი შესაძლებლობის შესაბამისად.
  • იქონიოს ინფორმაცია ბენეფიციარზე, რომელსაც თვის მანძილზე დაუგროვდა სამზე მეტი გაცდენა.
  • პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს  ბენეფიციარს, როგორც  ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების  დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი).
  • ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ.
  • მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში.
  • უზრუნველყოს მის მიერ შერჩეული ღონისძიების  ორგანიზება წელიწადში ერთხელ.
  • პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება.
  • პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე.
  • მოვალეა სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
  • უზრუნველყოს პროექტის განხორციელება გენდერული ბალანსის და მონაწილეობრივი გზის გათვალისწინებით.
  • პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით.
  • მოვალეა იყოს კარიტასის  ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი.
  • მონიტორინგი გაუწიოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებას ტესტირებების ჩატარების გზით.
  • ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.
  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხემძღვანელობის სხვა დავალებებს.

პიროვნული მახასიათებლები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება
  • სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • წერითი და ანალიტიკური უნარები
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
  • მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა  სწავლისადმი
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი და  მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების  უნარი
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ  პატივისცემა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე:  loredana.monetti@caritas.ge

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

 განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 12.09.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:  17.09.2017

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ: 

 განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:  18.09.2017

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 24.09.2017

ორგანიზაციის შესახებ:    საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;   https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;