“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის თანამდებობაზე

posted in: ვაკანსია | 0

თანამდებობა:                       პედაგოგი ( რუსული  ენის  პედაგოგი )

მომსახურება/პროექტი:        ბავშვთა დღის ცენტრი

დასაქმების ტიპი:                  ნახევარი განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი:                 4 საათიანი (14:00-18:30 სთ ორშაბათი-პარასკევი)

დაწყების თარიღი:                01/10/2017

ვაკანსია ღიაა:                        ყველა დაინეტრესებული პირისთვის

ხანგრძლივობა:                     გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:              თბილისი, საქართველო

 სამუშაო მიზანი:

 სოციალურად დაუცველი  ბავშვების რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საათებში ზრუნავს ბავშვებზე და ცენტრში უსაფრთხო ატმოსფეროზე;
  • მეთვალყურეობას უწევს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას;
  • ზრუნავს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და აწვდის ინფორმაციას სასიცოცხლო უნარ–ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
  • ბავშვებს რთავს არაფორმალური განათლების აქტივობებში;
  • ბავშვებს რთავს ინტელექტუალურ–შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში;
  • აწარმოებს პროგრესის ჩანაწერებს მომსახურების ინდივიდუალური გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რომელიც პედაგოგის ჩართულობას მოითხოვს;
  • აფასებს ბავშვების განათლების დონეს; დახმარებას უწევს საშინაო დავალებების მომზადებისას
  • რუსული ენის შესწავლით დაინტერესებული ბენეფიციართა ჯგუფის ხელმძღვანელობა
  • კლასის ხელმძღვანელობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (რუსული ენის პედაგოგი)
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • წერითი და ანალიტიკური უნარები;

სასურველი:  უცხო ენის ცოდნა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე :  nana.kukhalashvili@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                   12.09.17

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:             14.09.17

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:  

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                  15.09.17

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:             26.09.17

ორგანიზაციის შესახებ:    

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;   https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;