USCCB-ს წარმომადგენლები საქართველოს კარიტასს ესტუმრნენ

2017 წლის 28 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კარიტასმა უმასპინძლა USCCB/„შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციის“ წარმომადგენლებს. ეპისკოპოსმა ჯონ მ. ბოტეანმა, რომაულ-ბერძნულ კათოლიკური ეპარქიიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკლესიის დახმარების ქვეკომიტეტის წევრმა; USCCB-ის წარმომადგენლებმა ქ-ნ ტეტიანა სტაუნიჩიმ და ბ-ნ ვინსენტ ბუსმა საქართველოს კარიტასის სხვადსხვა პროექტები მოინახულეს და ორგანიზაციის დამფუძნებელი ასამბლეის წევრებს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და ქორეპისკოპოსს ბენი ბეთ იადგარს, და  მმართველ გუნდს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს კარიტასის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, არქიეპისკოპოსს რაფაელ მინასიანთან, სომხეთში გაიმართა.

„შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენცია“ მიზნად ისახავს კაცობრიობის კეთილდღეობის ხელშეწყობას მსოფლიოში. USCCB-ს დახმარებით, საქართველოს კარიტასს აქვს შესაძლებლობა, რომ პირველადი ჯანდაცვის მომსახურება შორს მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. აგრეთვე გაჭირვებული მოსახლეობა საკვებით უზრუნველყოს და მიაწოდოს მათ ტანსაცმელი, მოხალისეების სერვისის მეშვეობით.

USCCB-ს წარმომადგნელებმა  საქართველოს კარიტასის პროექტები და საქართველოში სამი სხვადასხვა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ პროექტები მოინახულეს. 29 აგვისტოს კი ისინი „შინ მოვლის“ პროექტს ესტუმრნენ და მოინახულეს პროექტის ბენეფიციარები. 31 აგვისტოს, ქ-ნი ტეტიანა სტაუნიჩი და ბ-ნი ვინსენტ ბუსი, საქართველოს კარიტასის დირექტორთან, ქ-ნ ანაჰით მხოიანთან ერთად, ქ. ქუთაისში გაემგზავრნენ, ახალგაზრდების დღის ცენტრის და სამედიცინო ზრუნვის ცენტრების სანახავად. ასევე, მათ მოინახულეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლებში (ვალე და არალი) არსებული პროექტები:  ბავშვთა დღის ცენტრები და სამედიცინო დისპანსერები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება ორივე დასახლებაში.

საქართველოს კარიტასი დიდ მადლობას უხდის USCCB-ს სტუმრობისთვის და მხარში დგომისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაციებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება გასაჭირში მყოფი ხალხის დასახმარებლად.