გაცილებით მეტი ვიდრე პარტნიორებთან სტუმრობა: საქართველოს კარიტასის დირექტორი CNEWA-ს ესტუმრა

2017 წლის 19 ივლისს, საქართველოს კარიტასის დირექტორი ქ-ნ ანაჰით მხოიანი ქ. ნიუ-იორკში კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაციას (CNEWA) ესტუმრა. შეხვედრის მიზანი იყო CNEWA-ს ფონდების მოძიებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობა, საქართველოს კარიტასის საქმიანობის განხილვა და საერთო სამომავლო გეგმებზე საუბარი.

საქართველოს კარიტასის დირექტორი შეხვდა CNEWA-ს პროგრამების დირექტორს ბ-ნ ტომას ვარღესეს, კომუნიკაციების დირექტორს ბ-ნ მაიკლ ლა ჩივიტას და მთავარ ადმინისტრაციულ ოფიცერს მამა გარარდ კონფორტის.  მათ ქ-ნ ანაჰით მხოიანს გააცნეს ფონდების მოძიებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი და მისი საქმიანობა. შესაძლებელია CNEWA-ს ექსპერტი ესტუმროს საქართველოს კარიტასს და დაეხმაროს ფონდების მოძიებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.  სტუმრობის დროს, ქ-ნ ანაჰით მხოიანმა ისაუბრა საქართველოს კარიტასის, საქართველოში არსებულ ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციისა და კარიტასისთვის CNEWA-ს დონორების მნიშვნელობის შესახებ:

„ჩვენთვის ფინანსური დახმარება, ხშირად სულიერ დახმარებას ნიშნავს. ჩვენ შეგვძლია ავიღოთ ერთი შემთხვევა („ქეისი“) და პირველი დახმარება, ადამიანური დახმარება აღმოუჩინოთ, სწორედ ეს არის ის რაც ხალხს ნამდვილად სჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ თუ დროულ დახმარებას არ აღმოუჩენთ ქალს და მის შვილს, მოგვიანებით შეიძლება ბავშვმა ქუჩაში დაიწყოს ცხოვრება, ქალი კი არასწორ გზას დაადგეს. ეს არის მანკიერი წრე, ციკლი.  როდესაც ადამიანები ერთი წრის გარეთ რჩებიან, ისინი სხვა წრეებიდანაც ირიყებიან და ამ დროს, მათთვის მხოლოდ კარიტასია უსაფრთხო ადგილი.“ – აღნიშნა ქ-ნ ანაჰით მხოიანმა, CNEWA-ს თანამშრომლებთან საუბრის დროს.

მართლაც, ისეთი დონორების დახმარებით, როგორიც არის CNEWA, საქართველოს კარიტასს აქვს შესაძლებლობა, რომ დაეხმაროს მოწყვლად ახალგაზრდებს სოფელ ეშტიაში, მიაწოდოს საკვები გასაჭირში მყოფ მოხუცებს, ასევე, დაიცვას და დაეხმაროს ბავშვებს, რომლებიც მიტოვების საშიშროების წინაშე დგანან და მათ დედებს.

სტუმრობის დროს, საქართველოს კარიტასის დირექტორი CNEWA-ს წარმომადგენლებმა წარმატებული სტატიის დაწერისთვის სერთიფიკატით დააჯილდოვეს: „წერილი საქართველოდან“ , რომელიც ჟურნალ „One“-ის ზამთრის გამოცემაში დაიბეჭდა:

„ის არის საქართველოს კარიტასის დირექტორი და მან დაწერა სტატია „წერილი საქართველოდან“  ჟურნალ ONE“ -ის 2016 წლის ზამთრის გამოცემისთვის – სიღრმისეული და შთამბეჭდავი ესსე, რომელიც გასულ თვეს, კვებეკში, კათოლიკური პრესის მიერ დაჯილდოვდა. ჩვენ პატივი გვხვდა წილად, რომ ანაჰითისთვის ჯილდო გადაგვეცა და მისი აზრები მოგვესმინა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესახებ, რასაც იგი საქართველოში ახორციელებს.“ (სტატია გრეგ კანდრას მიერ, CNEWA-ს ბლოგი).

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის CNEWA-ს გუნდს მხარში დგომისთვის და იმედოვნებს, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა გასაჭირში მყოფ ადამიანების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.