საქართველოს კარიტასმა მონაწილეობა მიიღო მიგრაციის და თავშესაფრის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელში.

2017 წლის 21-22 ივნისს, ქ. ერევანში გაიმართა მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელი, სადაც საქართველოს კარიტასის წარმომადგენელმა, ტატა თოფაძემ რეინტეგრაციის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე და გამოცდილებაზე ისაუბრა.

საქართველოს კარიტასის განვითარების პროგრამა აქტიურად მუშაობს მიგრაციის საკითხებზე, როგორც ქვეყნის შიგნით (პროექტები, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს და მიგრაციის პრევენციას), ასევე ქვეყნის გარეთ და ახორციელებს  პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნება.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ სომხეთი, საფრანგეთი და ევროკომისია, IOM- ის კიევის ოფისთან თანამშრომლობით.