პაპი ფრანცისკეს მიმართვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას

პეტრე და პავლე, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეები და მოციქულები, ემსახურებოდნენ უფალს განსხვავებული გზებით. თუმცა, საკუთარი მრავალფეროვნებით, ორივენი იყვნენ მოწმეები ღვთის, როგორც მამის გულმოწყალე სიყვარულისა, რომელიც თითოეულმა მათგანმა, თავისი ცხოვრებაში ღრმად განიცადა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვით. სწორედ ამ მიზეზით, უძველესი დროიდან აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიებში, წმ. პეტრესა და პავლეს წამების ხსენება გაერთიანებულია ერთ დღესასწაულში. სწორია გავაერთიანოთ ერთ ზეიმში მათი თავგანწირვა უფლის სიყვარულისთვის, რადგანაც ეს არის ერთდროულად ერთიანობისა და მრავალფეროვნების ხსენება. მოგეხსენებათ, იკონოგრაფიული ტრადიცია ასახავს ორ მოციქულს, რომლებიც ერთმანეთს ეამბორებიან, რაც წარმოადგენს საეკლესიო ზიარების წინასწარმეტყველურ ნიშანს, რომელშიც კანონიერი განსხვავებები უნდა თანაარსებობდნენ.

რომის ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის დელეგაციებს შორის, მათი პატრონალური კრების დღესასწაულების გაზიარება აღრმავებს კათოლიკეებსა და მართლმადიდებლების შორის ერთობის აღდგენის სურვილს, აქედან ჩვენ უკვე გაგვაჩნია ძმური შეხვედრები, ერთობლივი ლოცვები და საერთო სახარების მსახურება. პირველ ათასწლეულში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანები, ერთ ევქარისტულ მაგიდას იზიარებდნენ, რწმენის ჭეშმარიტების შენარჩუნებით, მაგრამ სხვადასხვა თეოლოგიური, სულიერი და კანონიკური ტრადიციების კულტივირებით, რომლების შეესაბამებოდა მოციქულთა და ეკუმენური საბჭოების სწავლებას. ეს გამოცდილება არის აუცილებელი პუნქტი და ჩვენი ძალისხმევის შთაგონების წყარო, რათა ჩვენ, თითოეულმა საკუთარი გზით მივაღწიოთ ერთობის აღდგენას, ერთობის, რომელიც არ უნდა იყოს უფერული ერთსახოვნება.

 

წყარო: http://w2.vatican.va/content/francesco/en/speeches/2017/june/documents/papa-francesco_20170627_delegazione-patriarcato-costantinopoli.html