ტრენინგი თანამონაწილეობითი მეთოდოლოგიების გამოყენებაზე

„საქართველოს კათოლიკურ სამრევლოებში სოციალური მსახურების ანიმაციისა და გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში 2017 წლის 13 – 14 ივნისს საქართველოს კარიტასის სათავო ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შესაძლებლობებისა და პრობლემების ანალიზი სამრევლოებში თანამონაწილეობითი მეთოდოლოგიების გამოყენებით“.

ტრენინგი ჩაატარა სომხეთიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ბ-მა ვარაზდათ კარაპეტიანმა.
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს კარიტასის განვითარების და მოხალისეების პროგრამების  7 თანამშრომლები და ერთი მოხალისე. აგრეთვე გვყავდა მონაწილე-სტუმარი „სარატოვის კარიტასის“ დირექტორი, ქ-ნი ელიკო აფხაძე.

მონაწილეებმა ერთსულოვნად გამოხატეს აზრი, რომ ტრენინგმა გადააჭარბა მათი მოლოდინები, რადგან წარდგენილი მეთოდოლოგიები ძალიან მოქნილია და შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო ფართოდ – სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან და სხვადასხვა სიტუაციებში.

ტრენინგის მეშვეობით მიღებული ცოდნა „საქართველოს კათოლიკურ სამრევლოებში სოციალური მსახურების ანიმაციისა და გაძლიერების“ პროექტში საშუალებას მისცემს  ლათინური, სომხური და ასირიულ-ქალდეური  წესის კოორდინატორებს ჩაატარონ შესაბამის სამრევლო თემებში სამუშაო შეხვედრები  თანამონაწილეობითი მეთოდოლოგიის მეშვეობით საჭიროებების იდენტიფიკაციისა და ანალიზის საკითხებზე, რომ შემდგომში სამრევლო კარიტასის ჯგუფის წევრებმა (ლიდერებმა და მოხალისეებმა) სამრევლოს მოძღვართან ერთად განახორციელონ მოხალისეობრივ ძალებზე დაყრდნობილი პროექტები.