16 ივნისს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა – სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

                                                                                                                2017 წლის 16 ივნისს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამამ, სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გამართა. სერთიფიკატები გადაეცა ყველა სტუდენტს, ვინც შინმოვლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა.

2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, 12 სამედიცინო სასწავლებლის 200-ზე მეტმა სტუდენტმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიარეს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის სასწავლო ცენტრის, შინმოვლის სასწავლო კურსი. სასწავლო ცენტრში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა  ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, საექთნო საქმის განვითარებას, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ  სამედიცინო დაწესებულებების და  კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლები.

სტუმრებმა მიულოცეს სტუდენტებს სასწავლო კურსის დასრულება და ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების განვითარების მნიშვნელობას საქართველოში.

სასწავლო კურსს ახორციელებს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდი შინმოვლის პროექტის ფარგლებში,  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და გერმანიის კარიტასის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შინმოვლის ყველა ასპექტის განვითარება საქართველოში: ექთნების მომზადების პროგრამები, სამედიცინო პერსონალისა და სტუდენტების მომზადება  და ზრუნვის სერვისების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და ამასთან პარალელურად მოსახლეობისათვის შინმოვლის მაღალი სერვისის უზრუნველყოფა.