საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები სოციალურ სემინარზე ქალაქ უდინეში

2017 წლის 6 – დან 9 ივნისის ჩათვლით საქართველოს კარიტასის დირექტორი, ანაჰით მხოიან და ბავშვთა პროგრამის მენეჯერი, თამარ შარაშიძე კარიტას უდინეს (Caritas of the Archdioceses of Udine) და Mission ONLUS-ის მოწვევით იმყოფებოდნენ იტალიის ქალაქ უდინეში.

აღნიშნული დღეების განმავლობაში საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ. უდინეში კარიტას უდინესა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების  სხვადასხვა მომსახურებები, როგორციაა: დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, საკონსულტაციო ცენტრი (Listening Center), ჰუმანიტარული სასადილო, სოციალური საწარმოები, უსახლკაროთა თავშესაფრები და ა.შ.

8 ივლისს ქ. უდინეში გაიმართა სოციალური სემინარი, რომელშიც საქართველოს კარიტასიდან ჩასულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს იტალიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კარიტასის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ყოფილმა ბენეფიციარმა, იტალიის ქ. ბრეშას უნივერსიტეტის, მე-4 კურსის სტუდენტმა, ბექა ერაძემ. ღონისძიების პირველი ნაწილი მიეძღვნა საქართველოს კარიტასს. პრეზენტაციაში საქართველოს და საქართველოს კარიტასის ზოგადი მიმოხილვის შემდგომ წარმოდგენილი იქნა  პროექტის შედეგები, რომელიც მხარდაჭერილი იყო  იტალიელი პარტნიორების Autonomous Region Friuli-Venezia Giulia და მისი პარტნიორების Caritas of the Archdioceses of Udine და Mission ONLUS (Udine)-ს მხრიდან. პრეზენტაციის დასასრულს, საკუთარი წარსულის, აწმყოსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა ბექა ერაძემ.

სოციალური სემინარის მეორე ნაწილში საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს იტალიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

აღნიშნული ოთხდღიანი ვიზიტისას მოხდა იტალიელი და ქართველი კოლეგების გამოცდილებების გაზიარება, რაც ხელს უწყობს,  უკეთ ვიზრუნოთ მოწყვლად ადამიანებზე საქართველოსა და იტალიაში.