“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის თანამდებობაზე

posted in: ვაკანსია | 0

თანამდებობა:                         აღმზრდელი

მომსახურება/პროექტი:         მცირე საოჯახო ტიპის სახლი

დასაქმების ტიპი:                   სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი:                  არასტანდარტული; 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.

ვაკანსია ღიაა:                         ყველა დაინეტრესებული პირისთვის, პრიორიტეტი ენიჭება მამაკაცს

ხანგრძლივობა:                       გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:               ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ. N2 დ

 სამუშაო მიზანი:

სამუშაო განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საათებში უზრუნველყოფს მს სახლის ფუნქციონირებას (ცხოვრობს 10 მზრუნველობამოკლებული ბავშვი). ზრუნავს ბავშვებზე და მს სახლში უსაფრთხო ატმოსფეროზე. განსაკუთრებული ზრუნვით უზრუნველყოფს ინდივიდუალური მზრუნველობის ქვეშ მყოფ 2-3 აღსაზრდელს.

ძირითადი მოვალეობები:

    • სამუშაო განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საათებში ზრუნავს ბავშვებზე და მს სახლის უსაფრთხო ატმოსფეროზე;
    • მეთვალყურეობას უწევს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას;
    • ზრუნავს ბავშვების კვებაზე, ჯანმრთელობაზე.
    • ზრუნავს მს სახლის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე;
    • ზრუნავს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და აწვდის ინფორმაციას სასიცოცხლო უნარ–ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
    • ბავშვებს რთავს არაფორმალური განათლების აქტივობებში; ზრუნავს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
    • ბავშვებს რთავს ინტელექტუალურ–შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში;
    • აწარმოებს პროგრესის ჩანაწერებს მომსახურების ინდივიდუალური გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რომელიც აღმზრდელის ჩართულობას მოითხოვს;
    • აფასებს ბავშვების განათლების დონეს; საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს აწვდის განათლების საბაზისო ელემენტებს (წერა–კითხვა და ანგარიში);
  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხემძღვანელობის სხვა დავალებებსსაკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურცველია: განათლება ფსიქოლოგიურ, პედაგოგიურ ან სოციალური მეცნიერებებში; სასურველია: კანდიდატს გავლილი ქონდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული, შესაბამისი პოზიციისთვის საჭირო სატრენინგო კურსი (სერთიფიკატი):
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; (სასურველია სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • წერითი და ანალიტიკური უნარები;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. (სასურველია: ინგლისური და რუსული ენის ცოდნა)

პიროვნული მახასიათებლები:

  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
  • როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა; ( სასურველია: ქველმოექმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა)
  • ემპათიური;

ჰონორარი/ ხელფასი:

საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე : tamar.sharashidze@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:          20.06.17

 ორგანიზაციის შესახებ:    საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;  https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;