ბავშვთა პროგრამის “გუნდის გაძლიერების” გასვლითი ღონისძიება

2017 წლის 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ბავშვთა პროგრამის ფარგლებში მოქმედი მომსახურებების, კერძოდ მცირე საოჯახი ტიპის სახლების და მიუსაფარ ბავშვთა ცენტრების თანამშრომელთა და მოხალისეთათვის შედგა ორდღიანი გასვლითი ღონისძება, ორ ჯგუფად, რომლის მიზანი იყო „გუნდის გაძლიერება“  (Team Building). ღონისძიებას უმასპინძლა ვარძია რეზორტმა.

„გუნდის გაძლიერების“ (Team Building)  პროგრამის თემები იყო: გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია და პრობლემის მოგვარება. პროგრამა მოიცავდა გუნდურ თამაშებს, სახალისო აქტივობებს და გულწრფელ დისკუსიებს.

ბავშვთა პროგრამის თანამშრომლები და მოხალისეები სასიამოვნო, საინტერესო და სახალისო ორ დღიანი პროგრამის დასასრულს ეწვივნენ ვარძიის სამონასტრო კომპლექსს.