2017 წლის 29-31 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფის (EECCEG) მეშვიდე რეგიონული სემინარი გაიმართა

2017 წლის 29-31 მაისს, ქ. როსტოვში აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფი (EECCEG) შეიკრიბა, რათა შემუშავდეს კატასტროფების პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემა.

აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფი (EECCEG) 2011 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა ქვეყნების კარიტასების წარმომადგენლები იკრიბებიან, რადგან გააუმჯობესონ მათი შესაძლებლობები, ცოდნა და უნარები სხვადასხვა კატასტროფების მიერ დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ჯგუფი შედგება სამხრეთ რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს კარიტასების წარმომადგენლებისაგან.

წელს გამართული სემინარი, მოიცავდა ტრენინგს, სხვადასხვა კატასტროფების შედეგად დაზარალებული ადამიანების საარსებო საშუალებების გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნული ტრენინგი, დაეხმარება კარიტასის ორგანიზაციებს, სათანადო და გრძელვადიანი, დახმარება გაუწიონ კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. საარსებო წყაროს შექმნაში დახმარება, დაზარალებულ ადამიანებს საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ტრენინგი, უკრაინის კარიტასის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც გააჩნიათ.

აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფის (EECCEG) მეშვიდე რეგიონული სემინარი აგრეთვე მოიცავდა, სამხრეთ რუსეთის კარიტასის პროექტების მონახულებას, რომლებიც ეხმარება უკრაინიდან დაბრუნებულ ტოლვილებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

მონაწილეებმა, ასევე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს კატასტროფების რისკის შემცირების პროექტებში არსებული დღევანდელი სიტუაცია, შეიმუშავეს რეაგირების გეგმის ელემენტები და განიხილეს ჯგუფის მომავალი სამუშაო გეგმა.

სემინარი გაგრძელდა ორი დღე და მონაწილეებმა, არამარტო თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ დაგეგმეს, მომავალი სასწავლო ვიზიტები აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფის (EECCEG) ქვეყნებში. ასევე, შეხვედრაზე განიხილა საკითხი, კარიტასის სხვა საგანგებო ჯგუფთან თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც მხარი დაუჭირა ჯგუფის ყველა წევრმა.

შემდეგი შეხვედრა 2018 წლის შემოგომას დაიგეგმა.