ღია კარის დღე – საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

2017 წლის 2 ივნისს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამამ ჩაატარა ღია კარის დღე, რომლის დროსაც პროგრამის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამაში მოსულ პაციენტებს ჩაუტარდათ თერაპევტის, ფსიქოლოგის, რეაბილიტოლოგის, სოც. მუშაკის უფასო კონსულტაციები. დაინტერსებულ პირებს და ორგანიზაციებს მიეწოდა მათთვის საინტერესო ინფორმაცია და კონსულტაციები ავადმყოფის მოვლის შესახებ. ამ დღეს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდი მოემსახურა 53 პაციენტს.